very fast graffiti in tbilisi / dedaena park

very fast graffiti piece in tbilisi / dedaena garden

ძალიან სწრაფი გრაფიტი ფისი თბილისში / დედაენის ბაღში, მიძღვნილი დედაენის კაფის ერთ-ერთ რუსთაველ მიმტან გოგონასთან სახელად მარიამი, სამწუხაროდ გვარი არ ვიცი. როდესაც მოვხატე მათ კედელზე ყვავილი და სხვადასხვა წარწერა სიყვარულთან და ანბანთან დაკავშირებული, ხატვის პერიოდში ყველას ყველაფერი მოსწონდა, მე კიდევ მაქვს დიდი თვითკრიტიკა და იქამდე გადავაკვდები სანამ თვითონ არ მომეწონება, ჰოოოდა, ახლაც ასე იყო, ძალა აღარ შემწევდა კეთების და ხშირად მოძრაობდა ჩემს თვალწინ და მეც ვუთხარი, მინდა შენს სახეზე დავინახო ჩემგან გამოწვეული ბედნიერება და არ ვიცი რა გავაკეთო, იმედია გაგიხარდება რომ გითხრა, ეს ნახატი შენ გეძღვნება მეთქი და რააა, ძალიან კარგიო. მე კიდევ უსაზღვროდ მინდოდა ჩავხუტებოდი, ვარ 31 წლის და ვერ მივუდექი, ვერ გავბედე, ღამის სამზე კი როდესაც წავიდნენ ყველა თანამშრომლები მე ასე 5-ის ნახევრამდე ვხატავდი იმ კედელს და მათი გასვლისას გავყევი, ჯერ სხვა ქალთა პერსონალი იყო და ვერ ამოვარჩიე, სხვებს არ ეწყინოთ-მეთქი და შემდეგ ორ, მემგონი დაცვის ბიჭთან ერთად წავიდა, მინდოდა დამეძახა, უკაცრავად, რაღაცა გავიწყდება-მეთქი და რაო და მეთქვა რომ ხვალე თუ იმუშავებს, ტილოზე მისი სახელი დამეწერ-მომეხატა და მიმეცა, მანამდე კი ამ კითხვისა და ხელების გაშლამდე რამე მეთქვა, მაგრამ რადგან ვერ მოვიფიქრე რა.. ვიდექი და ვერც კი გავიქეცი, ვუყურებდი როგორ მიდიოდა და გული მწყდებოდა რომ სიყტყვა ვერ ამოვღერღე “კარგად”-ის გარდა. შემდეგ ავიღე მობილური დატენვაზე ერთ ადგილას შევუერთე და იქვე მეორე კიბეების ქვეშ დავხატე ტაბუ, ქვემოთ 92 და რადგან ხშირად ციფრებსა თუ რიცხვებს ვუწერ უ-შივე გამოვიდა ოდნავ დიდი ზომის, ჩვევიდან, ქვემოთ სიყვარული დავწერე და უ-ში კი მისი სახელი. დღეს კი ვარ რუსთავში და გზის ფულიც კი არ მაქვს რომ მივიდე და დავხედო, იქნებ მუშაობს დღეს, გამოჩნდეს და .. არადა ზაფხულია, შესაძლოა დასასვენებლადაც იყოს სადმე წასული და საერთოდ აღარ ვახსოვდე მე..

#graffiti #marry #love #mariami #tabu92 #dedaenagarden #dedaenabar

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *