TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 30 ) / Free To Prisoners Of Conscience!

ვიდეოს ვიწყებ ერთი კარგი გოგონასადმი გაკეთებული გრაფიტით, მან თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრი სწორი მესიჯი სწორ ადგილზე დატოვა, თქვა, იდგა იქ სადაც იყო საჭირო და ახლაც ასე შვრება, მე კიდევ ყველა სამართლიან, გულიან და საინტერესო ადამიანს მინდა პატივი ვცე, ჰოდა პირველი ნახატი არის “კურატა”-სადმი. ასევე არის დახატული გული, ყურიდან ფონედოსკოპამდე და ექიმების თავისუფლებისთვის მიძღვნილი არტი, კონკრეტულად — გიორგი ახობაძე და ირაკლი ქერაშვილი. ასევეა მათე დევიძისადმი დახატული გიტარას შემოხვეული მცენარეები და მისივე ფრაზა “ჩემი გიტარა მენატრება!”, ირაკლი მიმინოშვილისადმი ის მომენტი, რომ არ ამომდის თვალებიდან “ნინი ცოლად გამომყვები” ჰოდა მამაკაცის მხარზე დადებული ქალის თავი, ორი ხორციელი გული სულიერი კავშირით საღებავის მტვრით და ზემოდან ჩაკეტილი გზა გისოსების მაგვარი, უფრო სწორად მათემატიკის რვეულის კუბებს უფრო წააგავს 🙂 , ასევე ვიდეოს აწყობისას შემომეხმიანა თორნიკე გოშაძის დედა, მოიწონა ჩემი რამოდენიმე ფოტო და მთხოვა თუ შემეძლო რამე მოემეფიქრებინა ამ ფრაზაზე “დ ე დ ა, ბალახი მენატრება, ძაღლები ჩამიკოცნე და ჩამიჩქმინტე” თავისი მიყვანილიაო და ძალიან უყვარსო, ჰოდა აი მეც ძაღლები და კატები ფონზე გავაკეთე ეს წარწერა და ინგლისურად კუთხეში მივაწერე “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”-მეთქი ზემოთ კი არტი თორნიკესთვისო. ასევე რამოდენიმე გრაფიტი მეგობრებისთვის და წვრილად მოხსენიებული ან ჩემი ფსევდონიმი, ან რაიმე საჭირო მესიჯი, ანდაც ორივე..
ყოფილა საკვები არ მქონია ორი-სამი დღის მანძილზე და კედლის მოხატვის შეკვეთა, რადგან არ მოუციათ სრული თავისუფლება, მათი გადმოსახედიდან მითხრეს სისულელე ვარიანტები და მეც მივუყვანე სხვა ადამიანები, მხატვრები ან ხატვის ხელოსნები. მე არ ამიღია შეკვეთა თუკი რაიმენაირად შევუზღუდივარ და სისხლიც კი ჩამიბარებია, არა ერთხელ რომ თბილისამდე გზის ფული მქონოდა და საღებავი დამემატებინა. მე იდეისთვის ვიბრძვი, ადრე სანამ საპროტესტო რამოდენიმე ნახატი ან წარწერა გაჩნდებოდა ჩემგან, იქამდე მხოლოდ განვითარების კუთხის ასამაღლებლად წიგნებით, მუსიკიდან, ფილმებიდან, ისეთ მესიჯებს ვტოვებდი, რომელიც კითხვას გააჩენდა და პასუხის ძიებისას, კიდევ სხვა კითხვებს გაგიჩენდა, ამასობაში კი ვითარდება ადამიანი, საინტერესო ხდება, ვისთანაც საუბარი მადლია.. ვერ ვიტან ვერანაირ შეზღუდვას, ინფორმაციასთან, წიგნებთან, ინტერნეტთან, თავისუფალ სიტყვასთან თუ სხვა საქმიანობებთან. მე მშიერსა და მწყურვალს, გამითენებია ღამეები ქუჩაშიც ხატვითა და კალიგრაფიით საინტერესო მესიჯების დატოვებაში, რადგან მე სხვა ღირებულებები მაქვს, ვერასდროს მომისყიდი. მე მართალი ადამიანი ვარ. მე არ ვყიდი დროს, არც თავისუფლებას არ ვცვლი და არც საკუთარ მძიმე პრინციპებს არ ვღალატობ, იმიტომაც ვარ აქ და ახლა, ჯიბეგამოფხეკილი, მაგრამ არც არავის არ ვთხოვ შველას, თანხას ან საღებავს.
დიდი მადლობა ყველას ვინც მიპოვა სოც ქსელზე, დამიკავშირა და მომცა სრული თავისუფლება კედლის მოხატვისას, რადგან ამით მე როგორც იდეურად და სულიერად, ჩემი მეამბოხეობა აყვირა სხვა კედლებზე დარჩენილი საღებავით, ისევე ხორციელადაც დამეხმარა. მიხარია და მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც აქციებზე დგას, რადგან იბრძვიან განვითარებისთვის, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის! ყველანი ჩემი და-ძმები ხართ, ღმერთი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ანუ ჩვენკენ და ეს იმას ნიშნავს რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!

TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 30 ) / Free To Prisoners Of Conscience!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *