TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 23 ) / FTS (F*ck The System) | აჯანყდი!¡..

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

ეს არის ქუჩის უკანონო მხატვრობისა და გრაფიტის ძალიან დაგვიანებული ვიდეოების ნაკრების ოცდამესამე ნაწილი. ამდენი ხნის მანძილზე ვერ ვდებდი ამ ვიდეოს, დღეს ერთი დღე გავაცდინე “ქვეყნის სამსახური” ანუ არ გავედი აქციაზე, სადაც ბოლო ცამეტი დღე უფასოდ ვმგზავრობდი, უკაპიკოდ ვიყავი და ასეც ვარ, რადგან ერთი შეკვეთა ძმაკაცს მივეცი, იმანაც 4 სპრეი ბალონი და 50 ლარი მაჩუქა. ამ დიდი დროის მანძილზე მეტი საპროტესტო ბანერი დაიხატა, ვიდრე კედელი, რადგან ცოცხალ-მკვდარი აქციებიდან და ღვთის წყალობით გადარჩენილი ვიდექი როგორც უსაშინლესი და არაადამიანური დარბევის დროს, ასევე ჩვეულებრივ საინტერესო დღეებშიც. ცუდი ისაა, რომ ჩვენ არავისზე არ ვძალადობთ, არც მარკეტებს, არც კაფეებს ვტეხავთ, არც ბანკებს, არც მანქანებს ვწვამთ, არც ხალხს ვკლავთ ან რამეს ვაფეთქებთ, ანუ არაფერს ვაშავებთ, მშვიდობიანად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს ნათელ მომავალს და იმ ნაბიჭვრულ სისტემაში კი პროპაგანდონები ასწავლიან, აჯერებენ რომ ჩვენ ვართ მტრები, გამყიდველები, პიდარასტები და გვინდა ბნელი და გახრწნილი ევროპა, არადა პირიქით ჩვენ ვართ განვითარებულები, საინტერესო ხალხი და გვინდა მარად ხარისხიანი განათლება, თვით-შემეცნება, ნებისმიერ ინფორმაციასთან წვდომა, თავისუფლება როგორც სიტყვის, ასევე საქმისა და ქმედების, ვიცით რომ იქ სრულდება ჩვენი ნება, სადაც სხვისი იწყება და არავის დავაზიანებთ, ასევე სამართლიანობა, რომ გაანთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული სამართლიანი მებრძოლები ციხიდან და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ვართ სუფთა ხელებით, სუფთა გულითა და სულით, ანუ ჩვენთანაა ღმერთი და მათკენ ვინც და რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და არ დავთმობთ საკუთარ ნათელ და ბედნიერ მომავალს, რასაც ასევე დარწმუნებული ვარ კიდევ რამოდნიმე წელი დასჭირდება აშენებისთვის.

TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 23 ) / FTS (F*ck The System) | აჯანყდი!¡..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *