Shovi / Racha-Lechkhumi / Georgian Tragedy
შოვი / რაჭა-ლეჩხუმი / საქართველოს ტრაგედია
დროზე გაგეფრთხილებინათ ხალხი შესაძლო სტიქიის ვარიანტზე – გადარჩებოდა უამრავი ადამიანი! მადლობა მაშველებს! გავარტყი მთავრობას! უნდა აეღოთ დახმარება სხვა ქვეყნებიდან!
(ქალაქ რუსთავში, დიდი შიშისა და რისკის ფასად კორპუსზე სამსაათნახევარში ფასადური საღებავითა და მინიმალურად სპრეით დახატული ქუჩის არტი შოვისთვის. დავიწყე 12-ის ნახევარზე და 3-ზე მოვრჩი. პოლიციაც ახლოს იდგა მაგრამ კუთხით ვიყავი და ვერ მამჩნევდა.. ცოტახანი ორი ველოსიპედზე მოსეირნე ბიჭმა მიცნო და დამიდგნენ გასაკონტროლებლად და სამისკენ დედამ დაუძახა ერთს, მაქამდე მეორეს დაურეკეს, მომიბოდიშეს და წავიდნენ. მეთქი არაუშავს, არ ვჩერდები, რამენაირად მოველაპარაკები თუ რამე.. იმედი მქონდა.. უეცრად, მოულოდნელად ისეთ დროს გამოიარა, რომ ადგომაც ვერ მოვასწარი და გამვლელად მოჩვენება თავის.. ვვარაუდობ შემამჩნიეს, მაგრამ გაატარეს..)
თურქეთში ჩემი ძმაკაცი მაშველი, სხვა თავის რაზმთან ერთად იყო და ეხმარებოდა მათ! აზერბაიჯანმა და თურქეთმა შემოგვთავაზეს ვერტმფრენებით დახმარება და ჩვენმა ხელისუფლებმა უარით გაისტუმრეს არაა საჭიროო და ჩვენმა სამაშველოს თავდაუზოგავმა მუშაობამ 4 დღის მანძილზე ნახევარი მანძილიც კი ვერ დაფარა, რამდენი დღე უნდა იყვნენ გადარჩენილები საკვების, სასმელი წყლისა და სხვა რამის გარეშე.. ასევე შეეძლოთ რომ 8 დღით ადრე ეცნობათ შესაძლო ვარიანტზე და კონკრეტულად იმ დღეს კი რამდენიმე საათით ადრე, როცა კალაძის ოჯახი გაარიდეს შოვს, მოსახლეობისთვის ხმოვანი მანქანით, ინტერნეტით, ტელევიზიით ქუჩაში ბანერებით ეცნობათ რომ შესაძლოა მსგავსი რამ მომხდარიყო და გარიდებოდნენ სახლებს. მაგრამ მათ ხომ უნდათ იტრაბახონ მაშველების გადარჩენილ ხალხზე და რეალურად კი ფეხზე ჰკიდიათ მოსახლეობა, ასე იყო წინა და მის წინა მთავრობაშიც, ახლა მითუმეტეს ასეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ახალგაზრდობა არ ავჯანყდებით, სანამ ესენი პენსიაში არ გავლენ და ჩვენ არ ოვინდომებთ თავიდან-ფეხებამდე პოლიტიკაში ჩაფვლის ნაცვლად, სწავლას და მმართველ ორგანოებში მოხვედრას , რომ ჩვენ გადავწყვიტოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ახალგაზრდობამ, რადგან მომავალი ჩვენია, სამართლიანი საქართველო და მაქამდე კი, როგორც ჩემი აქციაზე გაცნობილი ძმაკაცი ირაკლი ქორიძე იტყვის ხოლმე – მშვიდობიანი რევოლუცია!
facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art
#racha #shovi #georgia #რაჭა #შოვი #საქართველო