My Graffiti Character and message — Stop EVOLUTION (Gaming Georgia), Start REVOLUTION!!! / Batumi. Georgia | ჩემი გრაფიტი პერსონაჟი და მესიჯი — შეწყდეს ევოლუშენი (გეიმინგი საქართველო), დაიწყოს რევოლუცია!!! / ბათუმი. საქართველო
სალამი, მიხარია, რომ აღმოჩნდით ამ ვებ-გვერდზე, კონკრეტულად ამ პოსტზე, რადგან ახლა ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან საჭიროა, რომ მოვაგებინოთ სრულად ევოლუშენიდან გაფიცულებს ეს ომი, სადაც რამოდენიმე ბრძოლას უკვე აქვს დიდი შედეგი, არა წვალება, წამება, დამცირება, დაცინვას სხვადასხვანაირი მოგონილი მიზეზებით, არამედ დაფასება, გაგება, ადამიანობა, ანუ ჰუმანურობა, ნორმალური სამუშაო პირობები, მწერების გარეშე, წამლებითა და ექიმით, არანაირი შეურაწმყოფითა და ასევე ხელფასის მომატებითაც, თორემ არაა გამორიცხული რომ ისე მოხდეს, სრულად წახვიდეთ საქართველოდან, კი რჩება უამრავი დაუსაქმებელი, ვინც დღემდე თქვენ გემსახურებათ, მაგრამ ღირსები არიან, რადგან აქ და ახლა ჩვენს გვერდით არ დგანან, კი ჩვენს გვერდით, რადგან მე არც ერთი დღე არ მიმუშავია ევოლუშენში, მაგრამ ისევე გაფიცულების წევრად მიმაჩნია თავი, როგორც მათ საკუთარი და ვუსურვებ გამარჯვებას, ასევე დღეს ან ხვალე, ახლა არის 10 აგვისტო, როდესაც ვდებ ამ პოსტს, თორემ ეს მგონი 2-შია დახატული ბათუმში, ახლა რუსთავში ვარ, მოკლედ კიდევ დაიხატება არა ერთი კედელი ამ თემაზე, გადაჭრელდება ქალაქები და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვიგებთ! არ მსურს რომ ვინმეს ეგონოს, მე რომელიმე არასამთავრობოს წევრი ვარ და იქიდან ვიღებ საღებავს, არა, რამე შეკვეთიდან რაც მრჩება და ასევე რასაც მიხდიან, ყველაფერი საღებავში მიდის, თუ ჩამიხერგავთ ყველა გზას და არ მექნება თავისუფალი შეკვეთა, ანუ ოღონდაც მოდი და ამ თემაზე დახატე რაც გინდა, დავუშვათ ბავშვებზე, ბარზე, ან ვეიპზე ან სამოგზაურო ან.. რომ ის მინიმალური წაუვა საკვებზე და ამით გავაჩერებთ მას, იყო მსგავსი სიტუაციებიც და გადავრჩი, სისხლი ჩამიბარებია 3 დღის მშიერს 40 ლარად და ზემოდან 120-150 ლარის საღებავი დამივალებია უვადოდ, ანუ მე თავგადადებული ვარ როგორც განვითარების კუთხის ასამაღლებლად დავტოვო ბევრი საინტერესო მესიჯი, რომ დავაფიქრო, დავუსვა შეკითხვები და დაიწყონ ძიება, ძებნა ინტერნეტსა თუ წიგნებში პასუხების, ამ პროცესში კი განვითარდებიან მცირედით მაინც, უფრო საინტერესოები გახდებიან და ბოლოს ესაც კი გამოდის საპროტესტო არტად, რადგან სახელმწიფოს არ სურს მათზე ჭკვიანი თავები, იმიტომაც აშტერებენ უინტერესო თურქული სერიალებითა და რადიოებში გასული დალევასა და ქეიფზე ორჯერ-ორივით მარტივი, მოკლედ რომ ვთქვათ 90 % სირობა მუსიკით, ჰოდა მე მაქვს ასევე მუსიკალური არტებიც, სადაც ბევრ ისეთ საინტერესო ფრაზებს წაიკითხავთ რომ დასერჩოთ და სრული ტექსტს გაეცნოთ, ბევრ რამეს მიხვდებით, მოსმენით კი იმოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წინ სვლაზე არამედ ფსიქიკაზეც.. ასევე ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი როდესაც გვემხობა ქვეყანა თავზე და არ გავაკეთო საპროტესტო არტები, რისი მაგალითიცაა თუნდაც ამ ბოლო დროს ევოლუშენის შესახებ 4 კედელი. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩემი შეჩერება შეუძლია მხოლოდ ტყვიას. არავის არაფერს არ ვერჩი, მძულს უსამართლობა, ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა ჩემი ღრმა ბავშვობიდან და აქ ესაა მთავარი თემა, იმიტომაც ქუჩის მხატვარი და გრაფერი ტაბუ92 ამის წინააღმდეგაა და დგას გაფიცულების მხარეს!
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
streetart #streetartist #streetartbatumi #batumistreetart #batumi #character #evolutiongaming #evolutiongeorgia #revolution #protestart #proteststreetart #graffiti #graffitiart #graffitiartist #tabu92 #ევოლუშენი #რევოლუცია #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #ბათუმი #ტაბუ92