Marches and Rallies / სტუდენტების, საჯარო მოხელეებისა და სხვა მოსახლეობის მსვლელობა და აქციები

მოგესალმებით, ვერ ვასწრებ ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ვიდეოს ოცდამესამე ნაწილის დადებას, რადგან ან სულ აქციაზე ვარ, ან მძინავს, გზაში ვამატებ უამრავ ვიდეოეს და ვაერთიანებ, მცირედით ვამონტაჟებ არ ჰქვია ამას, მაგრამ რაცაა და ვცდილობ ავტვირთო..

ეს ერთ-ერთი დღეა სადაც მარჯანიშვილიდან გალაკტიონის ხიდის გავლით ავედით პარლამენტთან, სადაც იყვნენ ჩამოსული ემიგრანტები და ჩვენ ყველა ერთად ვიდექით სამართლიანი არჩევნებისა და უკანონოდ დაკავებულებისთვის თავისუფლების მოთხოვნით. აქ, როგორც ყოველ აქციაზე, იყვნენ ბევრი თქვენთვის ნაცნობი ხალხი, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები თუ იუთუბერები. მთავარი ფლანგი იყო ემიგრანტების სხვადასხვა ქვეყნებიდან — ბელგია, ესპანეთი, ამერიკა, უკრაინა, საფრანგეთი, პოლონეთი

შემოგვიერთდით, ჩვენ გვინდა მუდმივი განვითარება, თვით-შემეცნება, ასევე ხარისხიანი განათლება, სამართლიანობა ყველგან და ყველაფერში, თავისუფლება სიტყვის, იდეის, საქმისა და ყველგან ყველაფრის (სხვას არ შეეშალოს ხელი და პირიქით თუ გამოვიგონებ რამეს რაც გაუმარტივებს ხალხს ცხოვრებას, დაე) და გვძულს dickტატორული რეჟიმი, სადაც ყველაფერთან წვდომა იზღუდება და მხოლოდ გიწევს თავის დახრა ვიღაც ნაბიჭვრისთვის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

ჩვენ ვართ მართლები, იმიტომაც ღმერთი არს ჩვენთან და ჩვენს შორის, ესეიგი აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს სისტემა ჩამოიშლება. ჩვენ კი ვიქნებით ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყანა, დაცული ყველანაირად, ნათელი, მრავალფეროვანი იდეების, განვითარებული, საინტერესო და ბედნიერი ქვეყნით, რომელზეც ვერავინ გაბედავს რომ დაჩაგროს ან გაუმართოს ომი, არც შიდა, როგორც ახლა მიმდებარეობს უიარაღო, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არა მხოლოდ, სადაც ტანკებია და ტყვიების ზუზუნი, იქაც კი ჟურნალისტებსა და სამედიცინო პერსონალს ხელს არ ახლებენ, ეს კი არა ექიმს შეუძლია მტერიც კი განკურნოს და აქ ჟურნალისტებსა და მედ და-ძმებსა და ექიმებზეც იყოს ის ჯოჯოხეთური სისასტიკე, რაც ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე, ეს არაა ძალა, როდესაც 7-8 ნაბიჭვარი დაგდებულს ფეხებს გირტყამს და გახტება თავზე, ესაა პარტიული წოვა, ორალურად დაკავშირებული რაზმი, რაც არ უნდა არსებობდეს ნორმალურ ქვეყანაში თუ არის, შეიარაღებულ ნარკომოვაჭრეებს შეატაკონ ან დაეხმარონ საზღვარზე მდგარ პოლიციას და დაეხმარონ რუსი ნაბიჭვრების თავიდან მოცილებაში. მაგრამ არა ნაბრძანები აქვთ და თავს უხრიან. ვერ ვიტან ასეთ არაადამიანებს. ბავშვებისა და ქალთა პერსონალის გულისთვის ვიკავებ თავს ბინძური ლექსიკისგან, თორემ ვინც რაც კი გაიფიქრეთ ყველაფერი მიეგებოდეთ თავიან გასავლელ გზაზე.

უსამართლობა მალე დასრულდება და დიდი დოზით მოიცვამს ინტერესი უამრავი თემის მიმართ და ვისაც არ ექნება თანხა უნივერსიტეტისთვის, ისაც არ დარჩება განუვითარებელი, მასაც ექნება ინტერესები და თავის საქმეში იქნება განათლებული. ქუჩა მისი ბინძური ქმედებებით დაიწევს და მოიმატებს წიგნი, ინტერნეტი როგორც უამრავ კითხვებზე პასუხების გაცემის წყარო, რაც თვით შემეცნებას შეუწყობს ხელს და ეს არაა მხოლოდ ახალგაზრდული მოძრაობა, ყველა ვისაც კი შევძლებთ დავაინტერესოთ ნახატებით, პლაკატებით, მუსიკით და ა.შ.. გავუჩენთ კითხვებს რომ ეძიონ პასუხები. ისტორია იწერება აქ! ჩვენ გავიმარჯვებთ. სხვანაირად შეუძლებელია, ღმერთი ჩვენკენაა და იქნება აწ და მარადის!..

marches and rally on rustaveli / მსვლელობები და აქცია რუსთაველზე | ემიგრანტებისა და სხვა ხალხის ხმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *