lovely birds and flowers / საყვარელი ჩიტები და ყვავილები
ქვემოთ პატარა მოსახსენებელი კუთხეა შავი მცენარითა და ფოთლებით სადაც წერია იმ ქუჩაზე მაცხოვრებელი მუსიკოსის, გიტარისტი თორნიკე ოდიშელიძის ხსოვნა, ჯგუფი შელბიდან..
ასევე ერთ-ერთ ყვავილის ფოთოლზე არის თვალი ორი გრძელი ხაზით, ანუ უსასრულობისკენ მაჩვენებელი და ცხრა წამწამით, ცხრა, როგორც ცხრათვალა მზე, როგორც სამი სამეული და როგორც ლაზარე გრიგორიადისის სახეზე დახატული ხაზები… ანუ ჩემი მეორე სიმბოლოდ ქცეული თვალი, რაც ნიშნავს უსამართლოდ დაკავებული პოლიტპატმრისთვის მხარდაჭერას — თავისუფლება ლაზარეს!