love me like my poems / ჩემი ლექსებივით შემიყვარე (eye — free lazare!)
ერთი ბიჭი მწერს რომ არ აქვს თანხა და მომავლისთვის უნდა შეყვარებულს დაუხატოს მის უბანში კორპუსზე ნახატი, რაიმე სასიყვარულო. მხოლოდ ორმოცდაათი ლარი ჰქონდა, მეთქი დაამატე ორი კაპიკი და სამ ბალონს ვიყიდი-მეთქი, ასეც ქნა და გავედი გრაფიტიშოპიდან, მის მერე რაც დასრულდა ჩილის ლექცია გრაფიტის შესახებ, მივედით გლდანში, მანქანაში ვფიქრობ რა დავხატო, თუ უპრობლემო ადგილი იქნება დიდად კონტურული იქნება, თუ არა, მარტო წამოღებული ბალონებით და მოვტყდებით ადგილიდან და ა.შ..
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
გოგონა სამსახურიდან მოდიოდა და აი, ძლივს გავასწარით წასვლა ადგილიდან, ფოტოს გადაღება და მანქანაში ჩაჯდომა, გავედით მთავარ ქუჩაზე და ეგრევე გამოიარა მან, ბიჭმა მისწერა იმ ფოთლებს შორის ეს ყვავილი შენ ხარო, თუ რაღაც ამგვარი და მანაც შენიშნა, მოეწონა და უსაზღვროდ გაუხარდა, მე კი მათი ბედნიერი სახე მახარებდა. შემდეგ წავედით იქვე ახლოს ლაზარეს კორპუსთან და მის აივანთან, მეშინოდა რომ არ გამოეხედა დედამისს ან პაპამისს, და უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ რა და როგორ გამომივიდა მარტო ბალონებით და სტრესის ქვეშ, ეს შემდეგი პოსტის თემაა.
დროებით, კარგი დღე!..
#streetart #wallart #tbilisistreetart #graffiti #loveart #artforlove #tabu92