Le Petit Prince / პატარა უფლისწული

Le Petit Prince / პატარა უფლისწული
Flame’s Spray & Alpina’s Facade Paints
Rustavi, Kostava’s Street

ეს ქუჩის მხატვრობა”პატარა უფლისწული” ეძღვნება ჩემს გულს, ვინც მიფეთქავს, მიძგერს და უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოება – Nini Key / Roe520 –ს, უკვე ამ წინადადებაშიც კი ჩანს, თუ როგორ მიყვარს ის, ასევე ნებისმიერ გამვლელსაც, ვისაც უყვარს ეს კეთილი და საინტერესო ზღაპარი.

დახატულია კოსტავაზე მერიის შენობიდან რამდენიმე ნაბიჯში რკინის ყუთზე, სადაც არც მათი თანამშრომლები და არც უმეტესად სამართალდამრღვევები არ მომედავებოდნენ არაფერზე, ისე კი გამიკვირდა, რომც არც კი დამიპიპინეს, მაგრამ საპროტესტოც არაფერი დამიხატავს, პირიქით ქალაქი უნდა იყოს მადლობელი, რომ საკუთარი ნებითა და ინიციატივით, ჩემი სახსრებით შეძენილი საღებავით (რაც შეკვეთიდან მრჩება, ან ვინმე მაცხოვრებელი, ან მხატვარი, ან მჩუქნის საკუთარი ნებით, ასევე ქალაქის გადაღებვიდანაც მუშებმა შემომაშველეს და რასაც ვიღებ დაკვეთიდან თანხას იმითაც საღებავს ვყიდულობ) ვხატავ, ვალამაზებ ქალაქს, უმეტესად განვითარების კუთხის ასამაღლებლად, რომ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები იყოს საქართველოში, თუნდაც ამ ზღაპრის სახით, ვინც იცის ბავშვობიდან ახლა მეორედ წაიკითხოს, ან წააკითხოს საკუთარ ბავშვს.

გმადლობთ ყურადღებისთვის!..

facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art

streetart #graffiti #graffline #streetarteverywhere #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #lepetitprice #littleprince #პატარაუფლისწული #პატარაპრინცი #რუსთავი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *