მე მინდა მყავდეს გაერთიანება! მე ასევე იმდენი თანხა რომ ყოველი დღე არა ფასადური საღებავით, არამედ პროფესიონალურად სამხატვრო ბალონებით და ფასადური უბრალოდ ვიხმარო სურვილის შემთხვევაში. მინდა ლუპმა, მონტანამ, კობრამ და ენბიქიუმ ტრაილერები ჩამოიყვანოს საქართველოში იმიტომ რომ ვიდეოში, რომელსაც ექნება რამდენიმე მილიონი ნახვა ვხატო მათი საღებავით. ასევე გაერთიანება იმიტომ რომ სადაც ვერ ვრისკავ მარტო, იქ ერთად დავხატავთ და არ მექნება ჩამოსაკიდი, ან დასამონტაჟებელი იქაც რამენაირი არტი. ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდებოდა ერთი და იმავე თემაზე ხარისხიანი ნახატები და ხალხი ვინც პოლიციის გამოჩენას აკონტროლებს და 2 ან 3 ვინც კონკრეტულ დეტალებზე მეხმარება რომ სწრაფად დაიხატოს ნახატი, არა მხოლოდ გრაფიტი, საკუთარი ფსევდონიმები ან გაერთიანების სახელი, არამედ როგორც განვითარების კუთხის ასამაღლებელი მესიჯები, ასევე საპროტესტო ტალღაც და მე თუ ვიტყოდი ქუჩაში რომ ფრთხილად, თორემ არ შეგრჩებათ ნაბიჭვრებო, არ გაგივათ, გადავაჭრელებთ ქალაქს, როგორც ვიდეოსთვის ტრაილერებით ნაჩუქარ საღებავს გავიგდებდით 15-20 ადამიანი, ისე დავამატებდით, სურვილის, მოთხოვნის შემთხვევაში, რომ რამე..
აბა, ვინ იცის კარგი ხატვა და ვის უნდა ქუჩაში იმოღვაწეოს ჩემს გვერდით, ტაბუ ვარ მე და როგორც თქვენი სახელი, ასევე გაერთიანების სახელი დაიწერება ნებისმიერ ნახატსა თუ წარწერის შემთხვევაში, სასურველია ფლობდეთ კარგ ანუ ლამაზ და ყველასგან განსხვავებულ კალიგრაფიას.
თითქმის ყველა პოსტზე მაქვს დართული სოც. ქსელები, ასევე მენიუშიცაა და დამიკავშირდით მსურველებო და ერთად შევქმნათ ხმაური საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მთელს მსოფლიოში!!!
ჰოოოო, დამავიწყდა, მართა კუპერი რომ იღებდეს ჩემს გრაფიტსა და სთრით არტს, თვეობის მანძილზე კუდივით დამყვებოდეს და შემდეგ როდესაც გავა ჩვენი გაერთიანებიდან, სადაც შეხვდება ჩვენი ახალი არტები, მსოფლიოს მასშტაბით იქაც დააფიქსიროს, ქართველებიდან კი გურამ წიბახაშვილის ფოტოებზე მოხვდეს ჩემი როგორც განვითარების კუთხის ასამაღლებელი საინტერესო ქუჩის მხატვრობა, ასევე გრაფიტი და საპროტესტო ტალღის მატარებელი მესიჯებიც..
კარგი დღე, გელოდებით ჩემთან გაერთიანების შექმნის მსურველებო!..
ასევე იმხელა თანხებზე მინდა ასვლა რომ სხვებსაც, თუნდაც ქუჩაში უცხო ბავშვებს ან მოზრდილებს ვუყიდო საღებავი, რომ მინიმუმ ბინა ან დროებითი საცხოვრებელი გადაღებონ, მოხატონ სურვილისა და მათი შესაძლებლობისამებრ, ვთესოთ სიკეთე და ქველმოქმედება, საკვები, მოვლის საშუალებები, წამლები და ზოგი ისეთი საქმეც ვიტვირთო რაც მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, მათთან შეუთანხმებლად ავიყვანო მუშები და კორპუსები როგორც ცემენტი-გაჯი და ა.შ.. ასევე მოვხატოთ, ამწე დავიქირაოთ და შევბეროთ, რომ პირიქით არა დაგვსდევდნენ, ტელევიზიებში მადლობასაც გვეუბნებოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ ჩვენი სახეები. ზოგჯერ ვანდალური წარწერებიც მოსულა, ხალხისა და მთავრობის გამოსაღვიძებლად, ყოველთვის ლამაზს ვერ და არც დახატავ და ამ ყველაფრისთვის საჭიროა გაერთიანება, რადგან მარტო ძალიან რთულია, რადგან როდესაც არ გაქვს მოსახატი შეკვეთა, ყოფილა სისხლიც ჩამიბარებია, რომ რამე ფასადური მეყიდა და არ გავჩერებულიყავი რადგან ხარისხიანი სპრეი 17 ლარია. მოკლედ ვისაც გინდათ ჩემთან ერთად გამოდით ხაზზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი ჩვენკენ!..