სალომე ზურაბიშვილის თავისივე რეზიდენციიდან საუბრის დღეა ანუ პროტესტისა და უწყვეტი აქციის ოცდამეთორმეტე დღე, სადაც ჩვენზე უმოწყალოდ იძალადეს პოლიციელებმა ან მათ ფორმაში გამოწყობილმა ვიღაც სხვებმა, ასევე ნიღბიანებიც. მინდა მჯეროდეს როდესაც ვინმე ქუჩაში ჩემზე იძალადებს (ღმერთმა არ ქნას, არც ნებისმეირ სხვაზე) პოლიცია დამიცავს, მაგრამ როგორც ჩანს, როცა დიდი ხნის მანძილზე ტიტუშკები ურტყამდნენ მონაწილეებს იდგნენ ჩუმად, ზოგი მობილურით თამაშობდა ალბათ ან სხვა. ახლა კიდევ თვითონ გაიმეტეს ბავშვები, გოგონაზე სამნი მივარდნენ, ბებიას სცემეს, რომელიც მოითხოვდა მე დამიჭირეთო, ამ ახალგაზრდებს შეეშვით, მათია მომავალიო. ასევე რაღაც პერიოდი ვიყავით ცოტა, შემდეგ შემოგვიერთდა ერთი მარში, მერე მეორე და როგორც ყოველი დღე, რაღა თქმა უნდა გადაიკეტა ქალაქის მთავარი გამზირი, რუსთაველი ჩვენია და იქამდე იქნება ეს ქუჩა ჩვენი, სანამ არ გავიმარჯვებთ, ძალადობით ვერაფერს იზამენ, როდესაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ჩვენს მხარესაა, ასევე რაც მთავარია ღმერთია ჩვენკენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ ამ ბრძოლაში, სადაც სუფთა ხელებით ვდგავართ და დგომით ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, ნებისმიერ ინფორმაციასთან წვდომა და თვითშემეცნება, ასევე რაც მთავარია — თავისუფლება, (რომლითაც ჩვენ არავის დავაზიანებთ) სიტყვისა და ქმედების, ასევე სამართლიანობა და არა შერჩევითი შენ წიხლქვეშ გამიგდო, მაგინო, სახის ძვლები ჩამინგრიო და მის შემდეგ მე ერთი თქვენი დედაც-მეთქი გითხრა და აი, შემაგინაო თავი იმართლო და ისევ მე დამიჭირონ გინებასა და დაუმორჩილებლობაზე, ან ნებისმიერი სხვა, არამედ ყველას ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება და არავინ ძალადობდეს მასზე, სამართლიანობა კი მარად და მუდამ ყველგან და ყველაფერში. ჰოოო, რადგანაც მართლები ვართ და ღმერთია ჩვენკენ და ჩვენს მხარეს, ესეიგი აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!..