ჩემი სიზმრისეული მოგზაურობა განცდები, ემოციები და.. ახსნები და ცხოვრებისეული კავშირები..

ის მთავარი უკვე დამესიზმრა და მეორედ, მესამედ, მეოთხედ ვერ შევიტრიალე და მეხუთედ რომ ჩავიძინე თითქოს იმავე განცდებს განვიცდიდი მეტრო რუსთაველის ქვემოთ მიგრაფიტებული ტუნელი, ხიდი როა იქ დედასთან ერთად გავლისას ოღონდ ეს უფრო ბევრად დიდია ვიდრე ის რომელიღაცა ხიდი თბილისში სადაც ოდესღაც ვიღაცა ქალმა მითხრა აქ ხედავ ამის ჩრდილსო, შუქი რომ არ არტყამს აქედან და შემეშინდა რადგან რაღაც სულებზე დამიწყო საუბარი და მის შემდეგ ისეთი გოთიკური სტილი დიიიიდი შენობა სადღაც ბათუმში მაქვს ნანახი და თბილისში ის ადგილი აღარასდროს მინახავს, მაგრამ ვიცი რომ სადღაც არსებობს. ჰო, დავუწყე მოყოლა იმისგან გამომდინარე რაც დაილექა ჩემში სხვადასხვა სამოგზაურო იუთუბ არხების, ჩემი კითხვა-პასუხების, მულტფილმისა თუ ანიმეს, ფილმებისა და აქციების, ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის და სხვადასხვა აქაური ადგილებიდან და მოსმენილი ამბებიდან გამომდინარე.. ვყვები რომ არის რაღაც გრძელი გზა არც მდინარე ამერიკაში მექსიკით გადასასვლი, არც ბრუკლინის ხიდივით რაღაც, აქციებიდან გუშინ ვერ წავედი რადგან ცოცხალ-მკვდარი ვიყავი და ერთმა მშვიდობაა არავინ დაგვშალეს, ყველაფერი კარგადააო ალბათ ამანაც იმოქმედა და მოკლედ დიდ გზას გავდივარ, არ ვეწევი უკვე წლებია, მაგრამ უცებ მომინდა და არც მქონდა, ტუნელიდან რაღაც მანძილის შემდეგ ხიდზე მოვხვდი და არავინ არაფერს მეუბნება, ზოგი ფოტოებს იღებს, როგორც მშვიდობის შუშის ხიდზე უცხოელები, ზოგიც უბრალოდ მოძრაობს და გზა არ მთავრდება, ვნახე ერთი გოგონა, არავის გვაქვს არავისთან კონტაქტი, ყველა თავისთვისაა და თითქოს ყველა სხვდასხვა ეროვნებისაა და არავის არავისგან არაფერი ესმისო ბიბლიური მომენტი, (ეს ალბათ შიში მარტოდ დარჩენის აქციებიდან რომ არ დამიჭირონ და ვეძებდი ნაცნობ სახეებს აქედან ჩამრჩა ქვეცნობიერში, არ ვიცი..) მოკლედ რაღაცას მოვკრავ ყურს თავისთვის ჩალაპარაკებულს თავისთვის თუ მობილურით და მივუახლოვდები. შემდეგ როცა გავიგებ რომ ქართველია, უკაცრავად, სად მივდივართ-მეთქი ვეკითხები, წამომყევიო. კარგი. როგორც იქნა გადავედით ხიდს და დაიწყო რაღაც ქალაქის ცხოვრება, მეთქი სად ვარ და ენასაც ვერ ვარჩევ, ვინ ვის რაებს ესაუბრება, წარწერები სხვადასხვა მაღაზიებზეც, ჰგავს თითქოს იტალიას, ამ თურქეთსაც რაღაცით, მაგრამ მოვხვდი საბერძნეთში, არადა რაც ვიცი მასზე, საერთოდ არ ემთხვევა არაფერი. სად შეიძლება დავრჩე აქ-მეთქი და გამომყევიო და გზაში რომელიღაცა შესახვევიდან გამოდის მისი და და ერთად ვაგრძელებთ გზას. ორი-სამი კორპუსის შემდეგ სადღაც გზაჯვარედინზე არის რაღაც ფართი სადაც შევდივართ და რაღაცნაირად განსხვავებულად არის მთელი ოთახი მოწყობილი დახტები მარცხნივ და პირდაპირ, მარჯვნივ მაგიდა სკამებით და რამოდენიმე ეწევა, პირდაპირ დიდი მანძილია ტახტამდე და მის გვერდზე სანამ სკამია კარია. ის იმ გოგონას და გადის შემოსასვლელიდან მარცხნივ, ნუ ჩემიდან უკვე მარჯვნივ რადგან მე პირდაპირ მდგარ უშველებელ ტახტზე მაცილებს ის გოგო და როგორი სიჩქარითაც იხდის მისი და, ისეთივე სიჩქარით მხდის მე. მე გონზე ვერ მოვდივარ რა ხდება, შემდეგ ის გოგოც მიდის თავის დასთან და იხდის მე მათ ვუყურებ გაკვირვებული და ჩემთან მოდის ერთი ბიჭი და რაღაცას მთავაზობს მათ ენაზე და რომ ხვდება ვერ ვაგებინებს მოდის ვიღაც უფროსი ორმოცდაათ წლამდე კაცი ვინც ინგლისურად მეკითხება ქართველი ხარო, კი-მეთქი, გინდა ჩაი დალიო, მეთქი რატომაც არა და ავალებს იმ ახალგაზრდას (ეს მომენტი ალბათ იქიდან როდესაც ვეძებდი უმიზეზოდ მეზობლის კარზე ხელოსანს სადაც ადრე ტილოზე ხატვისას რამოდენიმე შხეფი მიესხა და მოვუშორე, შემდეგ მაიძულა და დამაბრალა რომ კარზე მცირედი, უმნიშვნელო ნაკაწრი ჩემი იყო და არ მეგონა რამოდენიმე თვის წამებად თუ.. რამდენი ვიღაცა ამოდის კიბეზე, მან არ იკივლოს და არ დამიკაკუნოს მეთქი. ნეტავი თავიდანვე არ დამენდო და უხეშად მეპასუხა, მიდი და დამიმტკიცე ქალო-მეთქი. მოკლედ მსგავს რამეს ვუამბობ ახალგაზრდა ბიჭს და მის უფროსს რომ არაფერი ეტყობა მიკრო მაკრო ელემენტებიც კი და უბრალოდ გამომაყოლეთ ეს ბიჭი-მეთქი და ვმუშაობთო და გვაპატიეო, არადა კიბე იყო მეორეზე ასასვლელი და ოთახიც მსგავსად იყო მოწყობილი და კარის ნაცვლად მანქანის ნაწილების, დეტალების სხვა განწყოფილება იყო) ისაც შედის კარში ჩაიდანში წყლის ასადუღებლად და ეს კაცი მესაუბრება ინგლისურად საიდან ხარ როგორ მოხვედი აქ, აი ესენიც ქართველები არიან, როგორ იპოვეთ ერთმანეთი, მომიყვანეს მეთქი და როდესაც მიხვდა რომ ინგლისური ცუდად ვიცოდი რა ენა კარგადო მეთქი ქართული და კიდევო ინგლისურზე უკეთესად რუსული ვიცი-მეთქი, მაგრამ მძულს პუტინი და მისი რეჟიმი დედამიწის სხვადასხვა ადგილებზე, საქართველოშიც ჩვეულებრივი ხალხი ამას ვებრძვით-მეთქი ვუთხარი უკვე რუსულად და რაღაცა წამომცდა ქართულად, რაზეც შემთხვევით მოდის არასრულწლოვანი ბავშვი ჩემთან და უხარია რომ ქართველი ვარ (დაახლოებით იმხელა და ისეთი, როგორის გადარჩენაც მინდოდა აქციაზე, მაშინ ალბათ იქნებოდა 11-12 წლის, როდესაც მითხრა მან მაგარი ნაწერ-ნახატი ბანერი გაქვსო და ორი ადამიანი მიყურებს ლაივში და შეგიძლია მოტრიალდე ჩემკენო, მეთქი მხოლოდ შენც რომ იყო მაგაზე გაწყენინებ ჩემო პატარა ძმაო-მეთქი და გადამიღო, შემდეგ რამდენიმე წამის თუ წუთის გასვლისას აკავებენ ამ ბავშვს, მე ცოტა დაშორებით ვიყავი მისგან და მივრბივარ ამ სამ-ოთხ არაადამიანთან და ხმამაღლა გარკვევით ვეუბნები “ესაა თქვენი სამართალი?!.. ჯერ მაშინ ყველა ტელევიზიის ყველა თანამშრომელი დაიჭირეთ ვისაც ორ ადამიანზე მეტი უყურებს ონლაინში და მერე მიდით ამ ბავშვთან-მეთქი” და ვიღაცა ნაბიჭვარი უფროსი მარჯვნიდან მდგარი მიყვირის მე და მათ დაქვემდებარებულებს ერთბაშად “რა ზედმეტად ჭკვიანი გგონია თავი? — დაიჭეთ!” და სამი მონა მტენიდა მანქანაში რისგანაც დამიცვა იმ მომენტში ჯერ კიდევ ტევეპირველის ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ “აე, რას შვრებით, ეს ჩვენი ჟურნალისტიაო” და უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ალბათ ჭრიდა ეს და მექაჩება საპირისპირო მხარეს და ბოლოს დამიხსნა, რასაც მას ვერასდროს დავუვიწყებ) და მიყურებს ნაცნობივით, მე ვერ ვიხსენებ და ვეკითხები აქ რა გინდა-მეთქი და რისთვის მოვიდოდი შენი აზრითო, საიდანღაც მეცნობიო ესაც მითხრა, ვერ გიხსენებ სამწუხაროდ-მეთქი და გამერიდა. შემდეგ ის გოგონა ვინც მიპოვა ხიდზე გადასვლისას მოდის ჩემთან და მოეშვი სრულადო და ისიამოვნეო, ვეკითხები აქ რა გინდა ან რატომ ვართ შიშვლებიო, აბა დაფიქრდიო, ამით ვცხოვრობთ მე და ჩემი დაო და დავიწყე ცოტა აზრზე მოსვლა როდესაც ის ბავშვი კიდევ გამოდის ჩემთან, იქნებოდა 13-14, მაქსიმუმ 15 წლის და იმავეს ვეკითხები აქ რა გინდა-მეთქი და აქ ყვეყანაში მოვხდი უკვე ერთი წელიო და ეს ადგილი არის ყველაზე მაგარი ამ ქალაქშიო, მითუმეტეს სამი გოგო ქართველია და ერთმა ქართული იცისო, მეთქი ვაა, როგორ ახერხებ მარტო მოგზაურობას და პირველად ქალთან მე 21-ისას ვიყავი ჩემით მისული და ეს 15-ისაც არ იქნება მეთქი. ვფიქრობ ამასობაში თვალწინ ირევა სხვადასხვა ადგილები რაც გამოვიარე და რაც დამრჩა გამოსასვლელი, და როდესაც უკვე ის გოგონა მკერდზე ხელებს მადებდა და ცოტათი და იღლიისკენაც შემიცურა სადღაც სხვა სამყაროში გავედი სიამოვნებისგან, მაგრამ მკითხა მარტო ხარო, მე კი ვუპასუხე, მარტო სხეულის მხრივ, თორემ ისე გულში მყავს გოგონა და კი მსიამოვნებს და აღმაღზნებს ეს ყველაფერი და სიამოვნებით ვისურვებდი ამ შოუს გაგრძელება-დაგვირგვიანებას-მეთქი, მაგრამ არ მინდა ვუღალატო იმ გოგონას რომელიც მეუკიდეგანოება და ის მელოდება იტალიაში-მეთქი. (ორი რაღაც დავაფქსირე აქციიდან სანამ კანცელარიასთან გადავიდოდა აქცია “არა რუსულ კანონს 2” არც პარლამენტის წინ, არც კუთხეებსა და არც უკან ერთი პოლიციელიც კი არ მინახავს და არც გზაშიც, ითქვა თუ არა როგორ ასე მალე თითქოს შევიდნენ რაღაც ხვრელში და უკვე სხვა ადგილზე მოხვდნენ, დაახლოებით ასევე უჩვეულოდ მოვხვდი სადღაც სხვა ქვეყანაში მე და მეორე რამდენჯერმე ლაზარე გრიგორიადისის პაპა მთხოვდა აქციიდან წასვლას, სხვა ხალხიც ვინც ხედავდნენ როგორი მკვდარი უფრო ვიდექი ვიდრე ცოცხალი, უმოძრაო, ვიკეცებოდი, ვითიშებოდი და საკუთარ ქურთუკზე თავი მედო და სრულადაც ვერ ვწვებოდი რადგან მრცხვენოდა ქალთა პერსონალის როგორ გავითხლარშნო მეთქი, მეუბნებოდნენ ამ დღეებში ყველაფერი გეპატიებაო, დაწექი იქნებ მოსულიერდეო და ა.შ.. აქ რომ ისევ გვცემონ უმიზეზოდ მდგომელები დაგვიშინონ ტყვიები, ან წყლის ჭავლი, ან წიწაკის სპრეი, შესაძლოა ვერ გადარჩეო, ვერც აირიდოო, ჰოდა დამიჯერე და წამოდი გაგიყვან სახლშიო, იყო უკვე დაჭერები და ცემები დაწყებული გვიან პირველისკენ და მეხმარება ეს ექიმი ბიჭი მე კი მას ვპასუხობ რომ გამოგყავარ აქედან და მიწევს სახლში წასვლა და ამათი აქ დატოვება-მეთქი თავი მოღალატე მგონია-მეთქი, მაგრამ რეალურად იმავე მომენტში კანცელარიიდან იუსტიციის მეორე მხარემდე მისასვლელად რომელიღაც სასტუმროს თაღისებრ მილივით აღმართული რაღაცის ქვეშ ჩავიკეცე, მან წყალი მიშოვა და როცა იტყვი მერე გავიდეთ, გავაგრძელოთ გზაო, სადღაც 2-3 წუთი ასე ვიყავი და მერე განვაგრძეთ თვალზე ცრემლი მდიოდა რომ მათი დატოვება მიწევდა ცოცხალ-მკვდარს) ვა ძალიან კარგი რომ ვიღაც მაინც გყავს ვინც სადმე გელოდებაო, მე კიდევ მარტოსული ვარო. თან რაც მაქამდე არ ავღნიშნე მთელი სიამოვნება იმას მოაქვს რომ არის ზუსტად ჩემს გემოზე ოდნავ გრძელი სახე, გამხდარი, მაღალი დაახლოებით მამაკაცის საშუალო სიმაღლეზე, გამოხედვაში მარად ბავშვი იკითხება და უზომო სისაყვარლე, ტანზე რაღაც საოცრება და ეს არ გულისხმობს 4-5 ზომის ან 8-მდე გადიდებულ მკერდს, ტუჩებსა და უკანალს, ყველაფერი ნამდვილი, ორგანული და ისეთი სილამაზე რომელიც მაშტერებს, ჭკუიდან მშლის.. (ასევე მეტროში ვაკვირდები უამრავ ხალხს, მათ გამოხედვებსა და სრულ ვიზუალს, წელიწადში შესაძლოა ვუთხრა ერთი-ორს, მაქსიმუმ სამ ადამიანს ვინც ჩემს სულთან ახლოსაა სახით რომ მას დავხატავ და გამოვართვა სოც. ქსელი სადაც აქვს თავისი ფოტოები და ზოგს ესევე ვხატავ ზოგიც შესაძლოს ორი-სამი წლის მერე..) კანკალებ უკვე არა სიამოვნებისგან არამედ უარის თქმისას, არადა სადღაც შინაგანად გინდა რომ გამოგეყოს მეტი დოფამინი, ოქსიტოცინი ნაკლებად რადგან უფრო მას თუ გამოეყოფა რადგან სიკეთეს მიკეთებს უსასყიდლოდ და აპირებს დამიტოვოს სადღაც ცალკე ოთახში ღამის გადასათევად, სეროტონინი და ენდორფინი სადაცაა ყველამ ერთბაშად ჩემს თავში მთელი სხეულის გავლით მაშხალებივით იფეთქოს და ამ მომენტში რომ გაგეღვიძება წამიერად ადამიანს და ცდილობ შეიტრიალო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, იხსენებ სხვადასხვა ქალაქის ადგილებს, (ზოგი იუთუბერი გოტას მოგზაურობებით სადაც ერთ თეთრს თუ ცენტს ცვლიდა სხვადასხვა რამეებზე, შემეგ წყალს ყიდულობდა მაღაზიაში შეკვრებით და ყიდიდა ყოველ მეასე გამვლელზე ცალობით, მასაც ქართველები შეხვდნენ და დაეხმარნენ მგონი ხუთი ევროთი თუ არ ვცდები, ასევე მხატვარი ვარ და კარგი იდეა ერთწუთიანი ნახატების შექმნა, იმედია ოდნავ უკეთესად მაინც გამომივა მასზე, ასევე oneup-ის გრაფიტი ბომბინგი არა მხოლოდ მატარებლებზე ქუჩებზე როგორც გერმანიაში, ისე იტალიასა და სხვა ქვეყნებში, ასევე მოგზაური ლევანის სამოგზაურო არხი leo’s journey, ასევე ჩემი ოცნების ადგილის შესახებ იუთუბის არხი — ქართული ამერიკა და ასევე ქუჩებს რომ აჩვენებს და თვითონ არ ჩანს, იუთუბ არხი — ამერიკული ისტორია us ასევე ფილმიდან broadway 45 და მამა რომ გარდაეცვლება ჭიდაობისას, მომვლელად როა ამერიკაში და ამით თავის შვილს ვალს გაუუქმებს, ვერ ვიხსენებ, ასევე იგივე ფილმი თუ სხვა, სადაც კახი კავსაძეს თონე აქვს და ვიღაცა უცხოელი ადგილის მფლობელს რესტორნის გახსნა უნდა და სხვა ამბებიდან, სხვა ქვეყნებიდან და ა.შ..) მოკლედ ამ კადრებს თვალებში ვიხსენებ, რაღაც ხიდსაც და იმ გზაჯვარედინსაც თითქოს მსუბუქად, მაგრამ ვერა, ვერ ვიხსენებ და მეხუთედ რომ ვცადე შემოტრიალება სიზმრის უკვე გავდივარ უშველებელი ზომის დიდ ტუნელში, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს რუსთაველის მეტროსთან ქვემოთ გამოსაძრომ ხიდს, სადაც ვუყვები მას ჩემს სიზმარს და იგივე განცდებსა და ემოციებში ვარ, როგორც იმ უშველებელ ხიდზე იმ გაცნობილ გოგონასთან ვისაც მეორედ ვეღარ ვისიზმრებ ვერანაირად, ისევე როგორც ალბათ ვეღარასდროს ვიხილავ იმ გოგოს ვინც გავიცანი ერთხელ აქციებზე და.. მივდივართ და ვყვები ჩემს სიზმარს, მივუახლოვდით ადგილს სადაც სარეკლამო ბანერზე დიდად დააწერა გრაფერმა საკუთარი სახელი “ღიაა” იმ მხარეს, (თითქოს ჩემთვის სამოგზაუროდ, ახალი ისტორიებისთვის, საინტერესო ცხოვრებისთვის კარი ღიაა) ოღონდ ეს მთავრდება შუქიც ძალიან შორსაა და აქა-იქ სხვადასხვა გრაფიტი ფისებია, ვიპოვე ის რკინის ყუთივით, რაც პირველად მე გავხსენი, ახლა ძლივს იკითხება მანდ ჩემი ლექსი იმდენმა მიაწერა ზემოდან თავისი ფსევდონიმი იმ ჩემს ლექსს “მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში, შევამჩნიე შენი ფოტო და ცარიელი ოთახი გათბა” და აქედანაც გამომეღვიძა.

ეძღვნება იმ გოგონას ხსოვნას, რომელიც გავიცანი აქციაზე, იყო უზემშვენიერესი, (მასთან არასდროს არაფერი ბინძური არ მიფიქრია, სიზმარიც მასზე არაა, უბრალოდ რაღაცით მისი სახეც ჩამებეჭდა ვვარაუდობ) და აქამდე ვერ დავხატე, გავიცანი როდესაც იყო სტუდენტი და ჰქონდა რომელიღაც საგანში გამოცდები და ემზადებოდა, ვუსურვე წარმატებები უკვე ბოლო მიმოწერებით და შემდეგ უკვე არა ნიკას არამედ ტაბუს პროფილიდან მივესალმე ვირტუალურად ფეისბუქზე, როგორც ჩანს ჯერ კიდეც იყო ცოცხალი და არ ვიცი ვინმეს შეჰყვა ერთ დღეს, თუ თვითონ შევიდა იმ კლუბში გასართობად ან განსატვირთველად, შესაძლოა გამოცდების კარგად ჩაბარების აღსანიშნადაც, არ ვიცი და თავისი ფეხით ვეღარ გამოვიდა.. ფილმიც თუ ოდესმე გადაიღო ვინმემ, ეს შენ მოგეძღვნება კარგო ადამიანო, კარგო გოგონავ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *