subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
TABU92 — Street Art & Graffiti ( Part 15 ) / No Russian Law & YES, LAZARE IS FREE!!! / ესაა ჩემი ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის ვიდეოების სერიის მეთხუთმეტე ნაწილი, დოკუმენტური ფილმივით ნახევარსაათიანი. მთავარი არის აწი ხვალე უნდა გავიდეთ აქციაზე “არა რუსულ კანონს” და ამ წლის ასევე ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემთვის, იმის გარდა რომ დედიკო, ბებიკო, დეიდა და ყველა ვინც მიყვარს და ვუყვარვარ ცოცხალია და ჯანმრთელი, მის შემდეგ ისაა რომ თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი, რაც მე ვიდეოში ბოლოში, როცა გავიგე ეს ამბავი რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ესევე გავედი გარეთ და დავხატე ეს და დავამატე ეს კადრიც, თორემ ჩემი ხელებაწული მომენტით და თავის დახრით დასრულდებოდა ვიდეო.
გნებავთ მხატვარს დაეხმაროთ? — უყურეთ ვიდეოს სრულად, დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით და გააზიარეთ ვიდეო, რომ იხილოს მეტმა და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გმადლობთ ყურადღებისთვის მელე გაგვეღვიძოს ბედნიერ, განვითარებულ, წინ სვლითა და საინტერესო იდეებით მიმავალ ევროპის გზაზე, სადაც განათლებასთან წვდომა მეტია, ინფორმაციაც, ჩვენ ჩამორჩენილები ვართ რამოდენიმე ათეული წლებით და რაც ჩვენ ახალი რამ გვგონია, იქ უკვე გასული და მივიწყებული თემაა..
წარმატებები ჩვენ სამართლიან, კეთილ და გვერდში მდგომ ხალხს, რომ ჩავიკეცე და გონებას ვკარგავდი, ერთმა შკოლადის ნატეხი და მეორემ წყალი მომართვა, მეთქი თქვენ, არაუშავს ჩვენი მივიღებ, ან ჩვენთვისაც გვაქვსო, მგონი წყვილი იყო, არ მახსოვს, ჩვეულებრივი მოქალაქეები, გულითადი ადამიანები სიმართლისთვის მშვიდობიანად მებრძოლი და მეც რომ იქ ვიდექი წინა რიგებში (უკაცრავად, თუ შეიძლება, მომიტევეთ, სორრი)-ით მივიწევდი წინ რომ მხარიც კი არ გამეკრა ვინმესთვის და ამიტომ გაგონილა დაიჭირო ადამიანი რომ უბრალოდ დგას.. მინდა სამართლიანობა, გაგება, სითბო, მეგობრობა და სიყვარული მთელს დედამიწაზე, მალე ჩვენთანაც ყოფილიყოს!..
#graffiti #streetart #notorussianlaw #norussianlaw #tabu92 #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #არარუსულკანონს #ტაბუ92