შეკრეფა – თბილისი მოლი, ნიღბიანები, ჯოჯოხეთი, უსამართლობა / მარში რუსთაველამდე / უწყვეტი საპროტესტო აქციის 67-ე დღე

ესაა უწყვეტი საპროტესტო აქციის 67-ე დღე, როდესაც შეიკრიფა ხალხი თბილისი მოლთან, თავიდან სხა ადგილზე ვიდექი და ვერ ვხედავდი თურმე რამდენად ბევრნი ვიყავით, მაგრამ ჰააა, რათ გინდა, გამოიყვენეს წარმოუდგენლად ბევრი გამყიდველი ფორმიანი ნაბიჭვარი, ვისაც ერთი გრამი ტვინიც კი არ აქვთ, დააჯერეს რომ ჩვენ მტრები ვართ ქვეყნის და ა.შ.. იმიტომაც 31 ერთმანეთზე მზრუნველი, განვითარებული, საინტერესო ადამიანი დაიჭირეს უმიზეზოდ. რომ ენახებინათ რომ აი ტყუილად არ გამოგვყარეთ გარეთო, ასევე აგინებდნენ, ვითომ რაღაცით მეტია ფორმიანი ჩვენზე, გინება რომ იყოს რამე, ჩვენ მუდამ ეს გვეკერებოდა პირზე, დაბალი დონე კი არა, აქეთ გაიხადეს თავი დასაცინი, შტერ, ლენჩ და დაყ**ვებულთა უზარმაზარი არმია გამოყარეს, ჩვენს საპირისპიროდ. ორჯერ ძლივს გადავურჩი მათ დაჩეჩქვას. მოკლედ რომ არ დავზიანებულიყავით, გადავწდა ხალხში რომ ჯერ უსამართლო სასამართლოსთან დაგვესვენა, ეგრევე ატყდა იმათი უფროსოს შიში ალბათ რომ არ შევიდნენ და არ დააზიანონ რამეო ალბათ, არ ვიცი პანიკურად გადაანაწილეს მთელ გზაზე ნიღბიანები და ნაწილი იქ გადააგდეს ეგრევე, მოისროლეს, შემდეგ როდესაც მივხვდით გზაში ამდენი ხალხის მიყვანა რთულია ორგანიზების გარეშე თავისით, ერთი-ორმა მოკრა თვალი და დაბრუნდა რომ ხალხისთვის ეთქვა რომ ძალიან ბევრი ფორმიანი მობილიზდაო მანდ და ჩვენც მეტად დავღალოთო მივედით ვეფხი და მოყმის ძეგლთან, საიდანაც დიდხანს არ გავჩერდით, სანამ უკან მყოფი ხალხი არ შემოგვიერთდა და გავეშურეთ რუსთაველზე, თან ერთი ორს აღმოაჩნდა ნომერი ვიღაცის ვისაც დაუკავშირდენენ ან ლაივებში ნახეს რომ ხალხი იყო და ჟურნალისტს, ან ვინმეთი გადასცეს რომ დაგვლოდებოდნენ და პირველზე შევუერთდით, ორის ნახევრამდე მოვისიყვარულეთ ერთმანეთი, ვისაუბრეთ, რამოდენიმე მესიჯი გაჟღერდა, მადლობა მოვუხადეთ დალოდებისთვის, მათ აქ მოსვლისთვის გადაგვიხადეს მადლობა, რამოდენიმე ნაცნობი ვნახეთ და მოვემზადეთ შემდეგი დღისთვის.

პ.ს. — მე არ ვარ სპორტსმენი, იმიტომაც საოცრად გამიკვირდა, რომ საკუთარი ნებით თავს მოვუწყე საოცარი დატანება, ანუ არ მაქვს ბარათებთან წვდომა და მომიწია რომ არ დავჯარიმებულიყავი ტრანსპორტში, ხელზე მძღოლისთვის გადახდა რომ არაა, ფეხით სადგურის მოედნიდან გუგლის მეფით მივსულიყავი თბილისი მოლთან ოცდაორი კილომეტრამდე, შემდეგ იქ ხიდზე, მანამდე ადგილზე, ყველგან, შემდეგ უკან რუსთაველამდე და გამომივიდა ვაუ, 35 კილომეტრი, სამწუხაროდ მეორე დღეს ვერ გამოვჩდი რუსთაველზე, რადგან არა მარტო ფეხები, კისერი, ტანი, ხელები თავი, ძარღვები საფეთქლები, მუცელი, ყველაფერი აბსოლუტურად მტკიოდი, თვითონ სიარულისასაც, ამგრამ მეორე დღე საშინელება იყო, ახლა მესამეა, როდესაც უმიზეზოდ პარლამენტის უკან ხდება ჯოჯოხეთი, არავინ იგინება, უბრალოდ მიზეზი რომ გაეყარათ და ეცემათ ხალხი, ბავშვებს უშლის გინება სკვერშიო და ა.შ.. მე სამ საათზე ავდექი 14 საათი ვეგდე გათიშული, მოკლედ ახლა ვიბანავებ, რამეს დავღეჭავ და მინდა წიგნის კითხვა, მინდა ბიბლიოთეკა, გამოფენა, სპექტაკლი, მინდა ნახატის გაყიდვა, ან მოხატვა სადმე ოფიციალურად, მაგარი იდეების და მიწევს ისევ დავდგე სიმართლის მხარეს საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. დროებით მეგობრებო, დებო და ძმებო, იცით სადაც შევხვდებით!..

შეკრეფა – თბილისი მოლი, ნიღბიანები, ჯოჯოხეთი, უსამართლობა / მარში რუსთაველამდე / უწყვეტი აქციის 67

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *