უწყვეტი საპროტესტო აქციის 48-ე დღე! (13 იანვარი — კალანდობის ანუ ძველით ახალი წლის შეხვედრა)

წინა დღეს მომიწია თბილისშივე დარჩენა, რადგან მეგობრის დაბადების დღის პარლამენტთან აღნიშვნის შედმეგ წავედით ბელიაშვილზე, მაგრამ იქ მხოლოდ კარგად რომ ვთქვათ პოლიციური ძალა, ნიღბებით და მათ გარეშეც იდგა, ხალხი აღარ იყო და შორიახლოს ჩამოვედით და რადგანაც შორს ვიყავი იმ ადგილიდან საიდანაც რუსთავის ნებისმიერი რამ გავიდოდა, (სამლარიანი ტაქსი, რომელიც ნებისმიერი რუსთაველია მანქანით გვიან სამსახურიდან წამოსული, ასევე ავტობუსი პირველის ნახევარზე რომ გვხვდება იუსტიციასთან მეორე მხარეს ან ბოლო სამარშუტო ორის წუთებზე, ტაქსები 5-6-მდე ან მის შემდეგაც, პირველი მარშუტკა 7-ის ნახევრისკენ მოდის ხოლმე) იმიტომაც დავრჩი აქციებზე გაცნობილ ძმაკაცთან.

მეორე დღეს რადგან წინაზე ადრე ავდექი და ძალიან გვიან ჩამეძინა.. ძლივს გავქაჩე, ისაც კი არ მახსოვდა რომ 12 საათზე კალანდობა იქნებოდა ანუ ძველით ახალი წელი, მოვკარი ყური და კიდევ რამოდენიმე კადრი გადავიღე. სიმღერა, სასმელიც აქა-იქ, იშვიათად, მაგრამ დიდად არ გვეზეიმება ამ უსამართლო ნაბიჭვრულ სისტემაში. შევცვლით ყველაფერს ჩვენ, განვითარებული, საინტერესო მოქალაქეები ამა ქვეყნისა, ჩვენ გვიდან მუდმივად წვდომა ყველა კითხვაზე, რაც გვიჩნდება ანუ თვით-შემეცნება, ხარისხიანი განათლება, ასევე თავისუფლება აზრისა და ქმედების (ვიცით სადაც იკვეთება, იქ სადაც სხვისი იწყება, რომ არ შევაწუხოთ ერთმანთი, ერთმანეთზე მზრუნველმა ხალხმა) და სამართლიანობა, ანუ სასამართლოდან დაწყებული, ჩვენზე უსამართლოდ მოძალადე ნაბიჭვრებიდან გაგრძელებული ყველა ჩამოიხსნის ნიღაბს და დაისჯება უსასტი..ად! ჩვენ ვართ მართლები სუფთა ხელებითა და გულით, სულით, იმიტომაც ღმერთია ჩვენკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

P.S. — გამოვთქვამ დიდ წუხილსა და გულის ტკივილს გიორგი ახობაძის დედის გარდაცვალების შესახებ, ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს მის სულმა.. ასევე კიდევ ორი დედა, ეს ქალი მესამე მსხვერპლია ამ ნაბიჭვრული სისტემის, რომელიც აუცილებლად დაინგრევა, შიგნიდანაც, გარედანაც, ინფორმაციულადაც და ათასნაირად, რის დაწერასაც აზრი არ აქვს, ყველამ ისედაც იციან რომ დარხეული აქვთ და ყველა აგებს პასუხს სასტ..ად! გიო, არ ვიცი თუ ნახავ ამ ვიდეოს, რა უნდა გითხრა, ისეთი რომ უმიზეზოდ ციხეში ჩასმული ადამიანს დაგამშვიდო, ჩემი უფროსი ძმა ხარ. მთელი საქართველო შენკენაა და ბოლოს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, დიდო ექიმო და უბრალოდ კარგო ადამიანო!.. თავისუფალი იქნები შენც და ყველა სხვა უკანონოდ დაჭერილი სინდისის პატიმრები. გულში ხართ, დროებით.

თავისუფლება უკანონოდ დაჭერილ ყველა რეჟიმის პატიმარს! ისინი რომ არა, ნებისმიერი ჩვენგანი იქნებოდა… ასევე ახალი, სამართლიანი არჩევნები!
აი, სამი ბანერიდან ფრაზები — “სასამართლოს გამჭვირვალება დაიდოს”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” და “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”, ამენ!..

უწყვეტი საპროტესტო აქციის 48-ე დღე! (13 იანვარი — კალანდობის ანუ ძველით ახალი წლის შეხვედრა)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *