უწყვეტი საპროტესტო აქციის 42-ე დღე რუსთაველზე / 42’th day of non-stop rally on rustaveli

ქუჩების კუთხეებში როგორც ყოველთვის დგას პოლიციის მანქანები, ასევე რამოდენიმე ნიღბიანიც შევნიშნე მათ კონცერტებზე, გზაში, სანამ პარლამენტამდე მოვიდოდი. ვეძებდი ყველაზე უსაფრთხო გზას, რომ არ გადავეყროდი და არ წაერთმიათ ჩემთვის ცარიელი ლამაზი ფონი 6 სხვადასხვა ფერის ლუპის, მონტანასა და ფლეიმის საღებავის ბალონებით გაკეთებული დიდი ზომის ფორმატზე, რაზეც აქციის დროს დავხატე პირველი არხისადმი “მიძღვნილი” საპროტესტო არტი, ჩემი კალიგრაფიითა და კონტურით, ათასი შესვლა-გასვლით დაკავშირებული ასოებით და ჩემებური სილამაზით. მოკლედ ეს ფურცელი, რომც რამე ეთქვათ, მეთქი აბსტრაქციაა და არ მივდივარ აქციაზე, არამედ სამხატვრო აკადემიაში-მეთქი, მელოდება ლექტორი, ვიგვიანებ-მეჩქარება და ა.შ.. ნუ ორი აზრი არაა, როდესაც ხელში თუნდაც ბანერი გიჭირავს უკვე შიში გაქვს, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებიც, ვვარაუდობ სჯობს დიდი, თბილი ქურთუკის შიგნით ჩაიდოთ და სადაც ბლომად ხალხია, იქ ამოიღოთ. გზაში რომ არ მოხდეს გაჩხრეკა, წართმევა, ცემა, მობილურზე თუ კოდი გაქვთ მისი მოხსნისთვის ხელის მომტვრევა და ათასნაირი დედამ..ლობები. არაფერია გამორიცხული, თავდაცვასა და უსაფრთხოებას მივხედოთ ხალხო და ყოველი დღე დაუღალავად გამოვიდეთ, მეგობრებო!

დანარჩენ ყველაფერს ნახავთ ვიდეოში, რომელშიც ცხადია ჩვენია გულწრფელობა, თავგანწირვა, ერთმანთზე მზრუნველობა და სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ვდგავართ ამდენი ხანი ფეხმოუცვლელად, ეს ორი რამაა, რაც პრინციპია ჩვენი, ბრძოლის აზრი, ასევე მუდმივი განვითარება და თვით-შემეცნება, ვიდეო იმით იწყება რომ ჩვენ, მომიტინგეები ვთამაშობთ ჭადრაკს, ასევე ვახსენებ რომ ხშირად მინახავს ადამიანი წიგნით და ა.შ.. და ამის შეზღუდვა თქვენ არანაირად არ გამოგივათ ნაბიჭვრებო. ჩვენ ვართ სუფთა ხელებით და ვართ უსაზღვროდ მართლები, ესეიგი ღმერთი ჩვენკენაა და მაშასადამე აუცილებლად გავიმარჯვებთ!.. მარტივად რომ ვთქვათ “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!” სისტემისგან უმიზეზოდ დაპატიმრებულების განთავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია! ღმერთით, დროებით, შევხვდებით ჩვეულ ადგილზე! სრულად გამარჯვებამდე!

უწყვეტი საპროტესტო აქციის 42-ე დღე რუსთაველზე / 42’th day of non-stop rally on rustaveli

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *