ამ დღეს ანუ გუშინ რუსთაველის გადაკეტვის გარდა გადაიკეტა გზა სამ ადგილზე, კოლმეურნეობის მოედანი, მშრალი ხიდი და ზებრა გადასასვლელი თბილისი მერიოტთან, მე მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთი მაქვს კოლმეურნეობის მოედნის მხარეს და ვიდეო იწყება ცხრის ნახევრიდან, მე კიდევ ვიყავი სადღაც შვიდის წუთებიდან, როდესაც სულ ოცდაოთხ საათიანი დამრჩენი ხალხი და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იდგა შესაკრეფად.
საინტერესო ვიდეო გამოვიდა.. მომიტევეთ ყოველი დღე რომ ვერ ვდებ ვიდეოებს, ვიღებ, მაგრამ ამას სხვებიც იღებენ და ჩემს ჰიპ-ჰოპს ან ქუჩის მხატვრობასა და გრაფიტს მხოლოდ მე ვაკეთებ იუთუბზე ვიდეოს სახით და მინიმუმ ერთი-ორი დღე ვაცდი რომ მცირედი ნახვები მაინც დააგროვოს.
თავისუფლება სინდისის პატიმრებს! გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..