subscribe this channel — @NikalaArt
“ვყვირი და კედლები — პროტესტი ხალხშია,
ყადაღა ბარათებს, ჩვენ გვცივა, თან გვშია
ვერასდროს დაგვშლიან, სიმართლე ჩვენშია,
ბრძოლა ჩვენს სისხლშია, ძარღვშია, ნერვშია!..”
ვფიქრობ ამ მისამღერით უკვე ყველაფერი ნათქვამია, ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე, მათკენ რამდენი მილიონიც კი არ უნდა იყოს, უფლისვე წყალობით გავიმარჯვებთ სახელოვნად!..