ეს არის სამწუხაროდ მცირედი ვიდეო, რადგან უმეტესი ნაწილი ვსაუბრობდი საინტერესო ხალხთან უამრავ მაგარ თემებზე. ესაა უწყვეტი საპროტესტო აქციის 37-ე დღე, სადაც სწრაფად დავწერე ახალი ბანერი, ასოები კონტურის, ჩრდილისა და ათასგვარი სილამაზის გარეშე. შემომთავაზა ნეტ-გაზეთმა გადაღება, მაგრამ მაშინ ჯერ წარწერა არ მქონდა, მხოლოდ ექვსი ბალონის ფერით შექმნილი ფონი საღებავის მტვრით.. მერე კი ვეღარ ვიპოვე. კარგით. ერთს დავამატებ, გვიპირებენ რუსთაველიდან გაყრას რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის დაწყებას აპირებენ, როდესაც არაფერი არაა საჭირო, რადგანაც ყველაფერი ისედაც ახალია და თუ ამას დაიწყებენ, რუსთაველი კი მათგან გადაიკეტა, ჩვენ შევიკრიფებით საკმარისი რაოდენობა გმირთა მოედნისთვის, ასევე მარჯანიშვილი და სხვა, არ შევარჩენთ ამ ყვე**სუფლებს ასეთ ძალადობას, უსამართლობას და ქვეყნის კურსის შეცვლას! ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, მუდმივი თვით-შემეცნება ანუ ნებისმიერ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა, ასევე თავისუფლება სიტყვის, საქმის, ქმედებით, ისე რომ სხვა არ დავაზიანოთ და სამართლიანობა, სასტიკად დაისაჯოს ყველა ის ნაბიჭვარი ვინც ამას იმსახურებს და რაც მთავარია “თავისუფლებამდე რუსთაველი უნდა გაიარო! / ცეცხლი ოლიგარქიას! / დასვი კითხვა!” “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!” და ასევე “არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე” ისინი კი გვძულს, მაგრამ განვითარებული, საინტერესო, ერთმანეთზე მზრუნველი ხალხი ისე უსაზღვროდ მიყვარს, როგორც ის ჩემი დები და ძმები, რომლებიც ხორციელად არ მყავს, მაგრამ ყველა ჩემიანია ჩემს გვერდზე. ჩვენ ვართ სუფთა ხელებითა და გულით, ვართ უსაზღვროდ მართლები, იმიტომაც ღმერთი ჩვენკენაა და მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
გაათავისუფლებენ უმიზეზოდ დაჭერილ პატიმრებს და ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი არჩევნები, მე ამის მჯერა, მწამს და ასეც მოხდება, მალე!