მოგესალმებით, სამწუხაროდ 7-ზე ვერ ვიყავი რუსთაველზე, რადგან ერთ ნახატს ვასრულებდი, ვხატავდი და გადაკეტვასაც რომელიც დაახლოებით 8-ის ნახევარზე მოხდა ვერ მივუსწარი, მაგრამ მის შემდეგ უკვე მალევე მოვედი და ვეცადე ყველაფერი მოკლედ დამეფიქსირებინა დროის წელვის გარეშე, თორემ მექნებოდა 3 საათიანი ვიდეო, ისაც მინიმუმ.. მემგონი არ იყო “საპროტესტო აუდიტორია”-ის ლექცია, მაგრამ ბევრი საინტერესო დეტალია, სამწუხაროდ გვიან გავიგე რომ ხალხის ნაწილმა გადაკეტა გზა სადღაც თავისუფლების მოედანთან.. მე არ მაქვს ამისი კადრები, ასევე ბევრი სხვადასხვა რამის.. ასევე არაა ყველა გამომსვლელი ჩაწერილი, გადაღლილზე, როდესაც შევძელი მეჭირა ის გადავიღე, არც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაა სრულად, არც რამოდენიმე სხვა საინტერესო ადამიანის, ერთი სტუდეტისა და ერთი მაგარი ადამიანის დასაწყისი ვერ შევძელი მაგრამ ძალიან შემითრია და ვიფიქრე შემდეგშიც ახსენებს რაც თავში თქვა-მეთქი მაგრამ … ხალხი ვიყავით იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე წარმომედგინა რამაც ძლიერ გამახარა. უსამართლო იმედის ტელევიზიამ არ ვიცი საიდან გადაიღო ან რომელი დღის ვიდეო აჩვენა ხალხს სადაც თითოოროლა ჩანდა ისაც შორიდან.. რადიკალური ოპოზიციის რაღაცნაირ აქციას აი გაჰყვა თუ არა ხალხიო, ანუ ბევრიც რომ ეჩვენებინათ მაინც ისე დაალაგეს ტექსტი რომ ცუდად გამოვჩენილიყავით. სისტემის დასამარების შემდეგ “იმედი ტვ”-საც ეშველება, რადგან არავის არ შერჩება უსამართლობა არანაირი დოზით. ყველას მინიმუმ მოეთხოვება და აგებს პასუხს. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, საინტერესო დღე იყო და ნეტავ ბევრი მსგავსი დღეები გვქონდეს ისტორიის სწორ მხარეს მდგომ ხალხს და ვისაც ჰგონია რომ ამაში რამე თანხა იხარჯება, გამოვიდეს და თვითონ ნახავს სიმართლეს, ზოგი იქ დგომის გამო გამოუშვეს სამსახურებიდან, ზოგიც საკუთარი ნებით წამოვიდა – გაიფიცა, ზოგს გზის ფულიც კი არ აქვს მაგრამ ყოველი დღე იქაა, იდეის, სამართლიანობის, განვითარების, ქვეყნის წინ სვლის, ჰუმანურობისა და თავისუფლებისთვის! ხალხი ჭადრაკს თამაშობს, წიგნებს კითხულობს, მუსიკას ჰქმის ადგილზევე, ზოგი ხატავს ბანერი იქნება, ტილო თუ კედელი, ზოგიც მსახიობია, ზოგი გამომგონებელი, ნახაზები და იდეები, მეცნიერი, ექიმი, პოლიტიკოსი, სტუდენტი, მოსწავლე, ყველა საინტერესო და მოაზროვნე ადამიანი რუსთაველზე დგას უსამართლობის წინააღმდეგ საკუთარი ნებით და ვისაც არ გჯერათ ან ერთუჯრედიანი შტერები ხართ, ან გაბოროტებული რობოტები, ვინც იცით სიმართლე მაგრამ დავალებული გაქვთ ჩვენი გაშავება და ყველაფერს კადრულობთ, გამოეთრიეთ რუსთაველზე და იხილავთ სიმართლეს. ყველას, ვინც ეს ტექსტი წაიკითხეთ, გმადლობთ ყურადღებისთვის!
freedom to prisoners of conscience! / თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! დამხობა რეჟიმს! არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა! ხალხი წყვეტს!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ქვეყნის წინ სვლა, დაცულობა, ანუ ევროინტეგრაცია, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..