რამდენიმე სიტყვით შევეხები იმას რაც ხდება დღეს საქართველოში

პირადად მე გამოვდივარ ქუჩაში თითქმის ყოველი დღე სახატავად, საკუთარი ნებით, ინიციატივითა და საღებავით. ვიბრძვი ხალხში ინტერესის გასაჩენად, განვითარების ასამაღლებლად, რომ მინიმუმ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობდეს. როდესაც არ მქონია შეკვეთა და თან დახარჯული მქონდა საღებავი, რაც დამრჩა ბოლო შეკვეთიიდან, ან გადახდილი საფასურიდან ნაყიდიც მცირედი.. ასევე ნაჩუქარი და ა.შ.. სისხლიც კი ჩამიბარებია, რომ მქონოდა საღებავი, რომ არ გავჩერებულიყავი მეხატა სულ.. ესაა ჩემი ცხოვრება.

მე სულ მეშინია, მაშინაც კი, როდესაც რაიმე საინტერესო არტს ვხატავ და არა გრაფიტს ან რაიმე საპროტესტოს, უბრალოდ პროტესტის ტალღაც რომ არ გავატარო და არ გავიტანო ქუჩაში, უბრალოდ ყველასთვის რომ ვიყო სიმართლის შუქურა, მე, საკუთარ თავთან ვერ ვიქნები მართალი, რადგან შემეძლო და არ ან ვერ გავაკეთე…

ყველა ნაბიჯს ვთვლი, სად კამერაა, პოლიცია რამდენ ხანში ერთხელ აკეთებს წრეს, ზოგჯერ გამვლელს ვთავაზობ რომ 3–4 წუთით დამიდგეს და შორიდან თუ ვერ გაარჩევს ნათებისგან პოლიციასა და სასწრაფო დახმარების მანქანას, არაუშავს, უმჯობესია ზედმეტად შევწუხდეს საღებავის ჩალაგებით–აბარგებით, ასევე ან ჩვეულებრივ გამვლელად თავის გასაღებით, ან რაიმე სხვად გასაღების, როდესაც დაგინახავენ მანქანიდან სანამ მოგიახლოვდებიან და გადმოვლენ იქამდე სასურველია მიიმალო, ჩათვალე რომ მოგკლავენ, რომ გიპოვონ ან რამე მსგავსი, ჯარიმა ჩემთვის სიკვდილის ტოლია.. მოკლედ, ცალკე მეშინია აქციაზე დგომა, მაგრამ ამავდროულად არ შემიძლია რომ არ ვიდგე, რადგან იქ წყება ჩვენი მომავალი, რომელიც მსურს რომ იყოს ევროპული.

დავუშვათ შორიდანვე ვინმემ გითხრა და მოასწარი ჩალაგება, თვალს მიფაარება, შემდეგ გამოსვლა და გაგრძელება, დაასრულე და წაახვედი გზაში, სადაც უსაფრთხო ადგილებში დიდხანს ხატავდი, სადაც პარლამენტის წინ სახე გიჩანდა, სადაც . . . ვინმემ რომ მოინდომოს… რუსთავის ყველა ქუჩაზეა ჩემი წარწერა, გრაფიტი, ქუჩის მხატვრობა და ძლიერ რომ მოინდომო და დაძაბო გონება.. ისეა მოწყობილი ქალაქი და უფრო სწორად ისე ვაწყობ მე ქალაქის იერსახეს, რომ შეგიძლიათ მომაგნოთ, მომიკაკუნოთ კარზე მარტივად.. მოკლედ, როდესაც ვინმე ხმაურიანად, სწრაფად, ენერგიულად ამოდის კიბეზე მეშინია რომ ვინმემ კარი არ ჩამომიღოს, არც ქუჩაში დავდივარ მშვიდად, ნებისმიერ დროს როდესაც ვხედავ აჩერებს პოლიციის მანქანა მგონია ჩემკენ მოდის და ა.შ.. ნებისმიერი თავგადაპარსული და წვერგაპარსულის მეშინია, ან მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან მგონია, ან პოლიციიდან ან რომელიმე სხვა შსს პირებიდან.. როდემდე?!.. გაიხადონ სამართალდამრღვევებმა ფორმა, როდესაც სთხოვენ არა, უფრო სწორად უბრძანებენ კანონის დარღვევას და ძალადობას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, მაშინ იქნება სამართალდამცველი და პატივცემული პიროვნება, ადამიანი.

როდემდე უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, საღებავით, ბგერით, დგომით და ა.შ.. ორგანიზმი დამიავადმყოფეს ამ უსამართლო მოსყიდულმა არაადამიანებმა.. ჰოდა, გაჩუმებაც რომ არ შემიძლია, რადგან საკუთარ თავთან ვერ ვიქნები მართალი, ეს მაკეთებიინმებს არტებს უსაშველოდ დიდი შიშისა და შეწინააღმდეგების საფუძველზე..

მოდით, არ მინდა საკუთარ ბლოგზე რაიმე ბინძური ლექსიკისა და ორალური სექსის სცენების განხილვა, თავისი გინებითა და მთლიანი ემოციური სიბილწეებით, რაზე ბევრად მეტის ღირსები არიან ეს უსამართლო მოსყიდული არაადამიანები, რომლებიც მიექაჩებიან სიბნელისკენ, უკანალისკენ, ანუ რუსეთისკენ, მათივე მონური საქციელებით.. ჰოდა აქ მოვრჩები, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ რომ 2013–14 წლებიდან სულ ხმას ვიღებ აქციებზე სიარულითა და სიმართლის გვერდში დგომით!

თავისუფლება ლაზარეს! თავისუფლება თორნიკეს, რომელიც არაა საპყობილეში, მაგრამ წნეხი აქვს დიდი და ასევე ყველა უსამართლოდ დაჭერილ ხალხს! და მალე დამენახოს ყველა ის ზემოთ ნახსენები ნაბიჭვრები ციხეში!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *