პოლიციელი თუ გამტაცებელი? / ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა. / ვინ დამიცავს თუ თვითონ პოლიცია ძალადობს. თავიდანვე ვამბობ რომ ეს სამი ტილო არაა ჩემი, უბრალოდ დიდი პატივისცემა დაიმსახურა აქციაზე ამის ნახვამ. გამარჯობით ვიცნობ იმ გოგონას, უბრალოდ სახელი-გვარი არ მახსოვს, მაგრამ რომც ვიცოდე, რთულია გასაჯაროება., ეს კი არა, მუქ ლურჯზე წითლად რომ ეწერა, ახლოდანაც რთული იყო ამოკითხვა და შორიდან მითუმეტეს, მივეცი თეთრი ხარისხიანი აკრილის მარკერი რომ კონტური გაეკეთებინა ისედაც წვრილი წარწერისთვის და მან გადაწყვიტა უფრო მარტივად, უბრალოდ გადაეტარებინა, მეთქი კარგი, შენი ნებაა-მეთქი.
ჩვენი იარაღია ინტელექტი, დავდივართ ნახატებით, წიგნებით, ინტერნეტით, საიდანაც არა მხოლოდ საპროტესტო ინფორმაციას, არამედ სხვა უამრავ რამეს ვგებულობთ და არა მხოლოდ ქართულ ენაზე.. ზოგ თემაზე ქართულად არაა ინფორმაცია ან მწირია მხოლოდ. ინტერესი გვაქვს და ვეძიებით, ერთ კითხვაზე ვიგებთ პასუხს ასი რამ გვაინტერესებს და ასე ვვითარდებით, ასევე ვთამაშობთ ჭადრაკს, ვუსმენთ მუსიკას ყურსასმენებით, აი ზვიადი სამპყრობილიდან წერილების სახით ჟურნალის დიზაინი და ინფორმაცია მოგვაწოდა და გამოიცა ჟურნალი, რომელიც დარიგდა რუსთაველზე, ასევე გვიყვარს კითხვა არა მხოლოდ წიგნების, უბრალოდ კითხვის დასმაც კი, და პასუხების მიღების დროს ვვითარდებით.. ვქმნით მუსიკას, ვდგამთ სპექტაკლებს, გამოფენებს, ვესწრებით წიგნების ფესტივალს და ინტელექტი რომ იყო რაიმე საბრძოლო ხელსაწყო, “აუუუ, ჩემი კაი, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ბიჭო, ძვლებში გადაგამტვრევ, მეორედ აქ არ გამოიარო, თორემ..” ასეთი მოკრიმინალო წარმონაქმნებიც კი არ იქნებოდნენ, არათუ პოლიციის ფორმაში გაოფიციალურებული კრიმინალი. თვითონ რომ დასდევდნენ ყველას მჩაგვრელს, დამცინავს, მოძალადეს და ა.შ.. არ იარსებებდნენ ნაბიჭვრები, მაგრამ თვითონაც მაგ სიას მიეკუთვნებიან და რა გინდა რომ ქნა.. საკუთარ თავს არ გაწირავენ, არადა იმიტომაც ვერავის ვერ ვიტან მაგათიანს, რომ თვითონ შესაძლოა არასდროს უკანონო დავალება არ შეუსრულებიათ და ამისი დაჯერებაა რთული, ამგრამ დავუშვათ 3-5 % იყოს ასეთი, ისინიც არ იმსახურებენ არაფერ ძვირფასს ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ აქვთ პროტესტი იმათ მიმართ, ვინც მათ მუნდირს არცხვენს, ვინც დიქტატორის წინ დაჩოქილია და ფულისთვის ყველაფერს კადრულობს.
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..