მე არ ვიცი ფლირტის ხელოვნება, არც არასდროს შემიცდენია გადაუფურჩქნელი ყვავილი, იმიტომაც ვარ მარტო, მაგრამ ვერავინ სწვდება ჩემი შეშლილი სიყვარულის მარცვალსაც კი, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე დიდია, თავისუფალი, საკუთარ ნებაზე ამოსული ბალახივით, რომელიც ირწევა ქარისას და იმდენად შეუცნობელია, როგორც უსულო ადამიანისთვის ბიბლია.. და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ვამბობ რომ მან, არათუ ჩემს გულში დაისადგურა, არამედ მიფეთქავს, მიძგერს, ესეიგი ის იმაზე ბევრად მიყვარს, ვიდრე საერთოდ, ადამიანს, კერძოდ შენ, შეგიძლია გიყვარდეს!.
2018