ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც გადავიღე ისე რომ არ გადავსულვარ მანქანის სავალი ნაწილზე. მემგონი არაუშავს ვიდეოს ნორმალური გამოვიდა.
თავიდან არ ვიყავით ბევრნი, მერე ნელ-ნელა მოემატა ხალხი, დიდი ვარაუდით ჯგუფებში დაიწერა და ვინც გზაში იყო, მოუმატა ტემპს, შემდეგ როგორც ყოველთვის გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გამზირი. მის მერე შემოგვიერთდა მსვლელობა საზმაუდან. გავხდით უფრო ბევრად მეტი. დარწმუნებული ვარ მეასე დღეს ანუ ახლა, როდესაც ვტვირთავ გუშინდელ ვიდეოს, ბევრად მეტი ვიქნებით გუშინდელზე. მე ვერ მოვრჩი ბოლომდე ჯანმრთელობის მხრივ და გარანტიას ვერ მოგცემთ რომ დავესწრები, არადა სურვილი მაქვს.
შემდეგ იყო იურისტი ნიკო სიმონიშვილის გამოსვლა ლექციის სახით, თემაზე — აქციებზე დაჯარიმებული ხალხის შესახებ, თუ როდის და რომელ შემთხვევაში რა უნდა მოვიმოქმედოთ. მის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი, საერთოდ კი და კონკრეტულ შემთხვევებზე, პირადულად არ მაქვს პასუხის გაცემის უფლებაო, რაღაც კითხვებზე სხვა ამ თემაში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა გამცა პასუხი.
ლექცია დამთავრდა თორმეტის ნახევრისკენ, მაგრამ ხალხი დაშალა მანქანებმა და იქიდან გადმოსროლილმა სხადასხვა მესიჯებმა დაახლოებით ათი – თორმეტი ან თხუთმეტი წუთით ადრე, რის შემდეგადაც უკვე დღეს გავიგე რომ ოპერის შენობასთან ახლოს უმიზეზოდ დაიჭირეს ერთი ადამიანი, რომელიც ორი საათი შეაყოვნეს და ამ პერიოდში ორი ჯარიმა გამოუწერეს, დიდი ვარაუდით გზის გადაკეტვაზე, რაც შესაძლოა არც კი ჩაუდენია, ან საერთოდაც არ იმყოფებოდა იმ ადგილზე ან იმ დღეს, საერთოდ არავის არაფერი არ აინტერესებს, მოგვხვდა შემთხვევით ხელში ერთი ადამიანი, უნდა გამოვწუროთ, დააშავა რამე თუ არა, მაინც რამეს მოვუფიქრებთ, ზოგი საერთოდ არ ფიქსირდება იმ დღეს და ვიღაცას მაგ სიმაღლისას მიამსგავსებენ და მორჩა. ყველაფერს კადრულობენ. კონკრეტულად ამ ადამიანზე არაფერი ვიცი დაწვრილებით იმის გარდა რომ დაიჭირეს და მიართვეს ორი ჯარიმა. დანარჩენი უბრალოდ ვარაუდია მათი უსამართლობისა და დაუსჯელობის პიკის პიკზე ასვლის ან ქვემოთ ჩასვლის.. ყველა უსამართლო გამყიდველი, ვინც არ იღებს ხმას ფორმიანი იქნება, ნიღბიანი, მოძალადე თუ უბრალოდ მანქანაში გამვლელი და რამე მესიჯის მთქმელი, თუ არ იბრძვის სამართლიანობისთვის და ხმას არ იღებს, ჯოჯოხეთი გამოწერილია მისთვის ასი პროცენტით, გარანტირებული აქვთ, მათ გამჩუმებელ-დამკვეთებსაც და ასევე მათ ვითომ რაღაცით ზემოთ მყოფ არაადამიანებსაც, მაგრამ როდესაც აღდგება სამართალი, აბსოლუტურად ყველა აგებს საკადრის პასუხს და მინიმუმ სამუდამოდ გამოიკეტებიან ციხის საკნებში.
და მოკლედ… მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..