მაპატიე დედიკო რომ ვერ მოვახერხე შენ მენახე და რამე მეჩუქებინა შენთვის ამ დღეს. იმედია 8 მარტს მაინც მოგილოცავ ნორმალურად და არა მესინჯერით მოკლე ხმოვანი შეტყობინების სახის, რაზეც მივიღე პასუხი, რომ უბრალოდ ჩენი ხმაც კი რომ გესმის ესაც საკმარისია.
ამ ვიდეოში კი ნახავთ ჯერ მცირე რაოდენობა ხალხს, რომელსაც ემატება ნელ-ნელა და როცა ჩათვალეს საჭიროდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, შემდეგ შემოგვიერთდა დედების მარში, რომელსაც მიება საზმაუდან წამოსული მარში და ერთად ვიყავით უამრავი. მე კიდევ ვერ ავიღე კარგი კადრები რადგან მანქანის სავალ ნაწილზე არ გადავედი და სხვა კუთხით ვერ მოგაწოდეთ იმ დღის სრული ვითარება.
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
#უწყვეტიპროტესტი #პროტესტი #აქცია #3მარტი #დედისდღე