აბრეშუმის კაკაო.
ხოჭოების აივანი.
ხის ტოტის რბილობის ფაფა.
მწვანე დაფხვნილი ქვის ფოთოლივით სიმწარე
და სიყვითლე,
როგორც ჩაისთვის მიჭყლეტილ ლიმონზე მოყრილი შაქარი.
წყლის ლურსმნები,
რომლებიც ეწირებიან ჩემთვის გასათხრელ ორმოს.
ვის ვკითხო,
რამდენი წვეთი სიცოცხლე დამრჩა?!.