ეს მცირე პერიოდია, როცა ვცდილობ ვინმეზე ან რამეზე ვიზრუნო, მაშინვე მერხევა, ანუ კონკრეტულად მე მოვხატე ერთი ავტობუსი, რომელიც არის უკვე ბარი და ასევე სწრაფი კვების ობიექტიც. იქიდან მომიყვანა ერთმა უფროსმა მანქანით, სადაც დამრჩა ალპინას ორლიტრანახევრიანში ჩემით დაყენებული ფერი, სადღაც ნახევარ ლიტრამდე საღებავი, როდესაც დავიწყე სადარბაზოში შესვლა და ავედი სამ საფეხურს წამიერ გამახსენდა ეს ფაქტი და ვიფიქრე შორიდან არ მოვატრიალო, დავურეკავ-მეთქი, წამსვე ავიღე მობილური და უცაბედად ალბათ ნახევარ წამში მოტრიალებისას მეგონა რომ ერთი საფეხური მქონდა დარჩენილი და დავვარდი, გავითიშე, ფეხი გადამიტრიალდა და კივილიც კი არ იყო, რაღაც საშინელი ხმა განწირული ადამიანის, მოკლედ გამოვიდა მეზობელი ბექა, რომელიც ცდილობდა ჩემს აყენებას, თავიდან უშედეგოდ, მეც ძლივს მესმოდა რას მეუბნებოდა მქონდა შოკი და საშინელი ტკივილი. ორი თუ სამი წუთი გდების შემდეგ, სასწაულებრივად მოხდა ჩემი აყენება და ნახევრად ხტუნვით თუ სხვაზე მოჭიდებით თუ.. გარეთ, ეზოში გასვლა ფანჩატურში, სკამზე წამოჯდომა და დარეკვა, სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს და ვუთხარი რომ მოეტანა, მოტანის შემდეგ რადგანაც ვერ ავიდოდი მარტო ჩემს სახლში, ამომიყვანა ბებიასთან იმ ბიჭმა, მასაც ბექა ჰქვია, მოკლედ ეს ღამე მანდ გავატარე და შემდეგ დღეს წამიყვანა სასწრაფომ საავადმყოფოში სადაც მიცნეს, რადგან მანდ ახლოს ხალხმრავალი და უსაფრთხო ადგილია პარკის უკანა გასასვლელი და ხშირად შევუმჩნევივარ ხატვის პერიოდში. ასევე მოკლედ, 🙂 გადამიღეს ფეხი და გამოჩნდა რომ კოჭში მოტეხვას გადავრჩი, კიდევ კარგი, მადლობა უფალს, ასევე გადამიხვიეს ელასტიური ბინტით ფეხი და გამომიშვეს. გამომიწერეს წამლები. შემდეგი დღე, ვარ სახლში მარტო და მარცხენა ფეხზე ხტუნვით მივედი სამზარეულოში, ავიღე ორი კვერცხი, მაცივრად გაყინული ღვიძლის რამოდენიმე ნაჭერი და სტაფილოს რაღაც მისაყოლებელი იყო ტაფაზე დატოვებული, ისაც მივაყოლე და ერთი სანამ მაცივართან მივიდოდი მაშინ დამედგა ფეხი და გავმწარდი, რომ დამერეკა ბებიკოსთვის და მეკითხა სად იყო და როდის მოვიდოდა და ა.შ.. მეორედ კიდევ ჭურჭლის სარეცხ ადგილზე მივედი რომ ონკანიდან აკვარელისთვის წყალი ამეღო, გავითვალისწინე რომ ნახევარი დამეღვრებოდა, მივუახლოვდი უფრო და ნახევარი გადავღვარე, არა თუ ის მომივიდა აზრად რომ შეიძლებოდა თვითონვე გავსრიალებულიყავი ჩემივე დაღვრილ წყალზე, ეს ახლა ამ ტექსტის კრეფისას მომდის აზრად, არამედ ის რომ მოვა ბებია და მას რამე არ დაემართოს ან მან რატომ უნდა მოწმინდოს-მეთქი და რადგანაც იქ აფენია ხალიჩა და კუთხე არ აქვს სწორი უკანა ნახტომისას გადავრჩი დავარდნას და თავის თაროებზე დარტყმას, მაგრამ მომიწია გაუთვალისწინებლად წონასწორობის დასაჭერად მარჯვენა ფეხის დადგმაც და საშინლად გავმწარდი. პირველი თვითონ ეს მთავარი შემთხვევა იმიტომ დამემართა რომ ვფიქრობდი ბექას არ მოუწიოს დიდი მანძილიდან მოტრიალება, შესაძლოა დიდ მასტაბით არაფერია, მაგრამ მცირედი ზრუნვა მაინცაა.. არ მიყვარს ჩემზე კარგის თქმა უბრალოს ეს ის თემაა რომელიც მოითხოვს ამასაც რა..
ეს კონკრეტულად ამ მომენტში, როდესაც ქალაქები სამი-ოთხი დღით ისვენებენ ჩემგან საღებავით კვებას.. მაგრამ მის გარეშეც კონკრეტულად პიროვნებებთან, ხალხთან თუ ნივთებთან მქონია ისეთი დამოკიდებულება რომ მათთვის თავი გამიწირავს სულ უბრალოდ, როდესაც არასდროს არავისგან არაფერი მიგრძვნია, არ ვგულისხმობ გაუგებრობაში მისვლას, გაშველებას, მითუმეტეს თუ ბავშვია ან გოგონა ან ქალი, არამედ აქ სხვა რამეა, როდესაც ზრუნავ და მისგან სულიერ ან ხორციელ ტკივილს იღებ და რატომ, არ მიყვარს წუწუნი და ვაი და ვუი, რა დავაშავე ღმერთო და მსგავსი რამეები, უბრალოდ არ მესმის, გინდა კარგი გააკეთო სხვისთვის და ამისთვის ვისჯები თითქოს, არადა სხვანაირად არ შემიძლია, ვგრძნობ ამას შინაგანად..
ბოდიშით თუ დაგახარჯინეთ ფუჭად თქვენი ცხოვრების რამოდენიმე წუთი. კარგად ბრძანდებოდეთ!..