ევოლუშენში გაფიცულები შიმშილობენ

ევოლუშენ გეიმინგ ჯორჯია კია ყველაზე დიდი ახალგაზრდების დამსაქმებელი საქართველოში მაგრამ იმაში იხდის დიდ თანხებს რომ დანერგოს დაბალი შრომითი სტანდარტები მისივე დაქირავებული სხვა, ცალკე ორასამდე დაცვის თანამშრომელი, ვისაც აიძულებს სხვადასხვა არაადამიანურ ქმედებებს, თუნდაც გოგონების ჩანთების ჩხრეკა, არეულობა, რომ ხელი აიწიოს იმათგან და მათ დაბრალდეს. კარგად რომ ვთქვათ მძულს ასეთი ნაბიჭვრები, როდესაც შეეძლოთ მწერები, უფასო წამლები, ჩაგვრა, დამცირება და სხვა შეეცვალათ, გაეგდოთ მსგავსი არაადამიანები, დაესუფთავებინათ, დაემატებინათ ხელფასები, ამ დაცვის ერთეულების გარდა ერთუჯრედიან უზრდელ შტერებს დღეში სამას ლარს უხდიან, იმისთვის რომ როგორც და რაც არის ის შენარჩუნდეს. იყოს ნიჰილიზმი, უიმედობა და ის, რომ არაფერს აზრი არ აქვს, არადა აქვს, დიდი დარტყმა უნდა მიუვიდეს რომ იგრძნოს, უბრალოდ ეს კანონის დაცვით ძალიან რთულია. ამ არაადამიანებმა კიდევ, არ ვგულისხმობ შვედებს, საქართველოს ევოლუშენის “უფროსები” მინიმუმ სამუდამო ციხეზე არიან გასაშვებები!

“ევოლუშენში გაფიცულები შიმშილობენ” ეს წარწერა გავაკეთე დაახლოებით რამოდენიმე კვირის წინ, სანამ ბათუმში წავიდოდი ფესტივალზე, ახლა დარჩა მხოლოდ მახარე მოშიმშილეებიდან, რადგან ამდენი დღის შემდეგ, მითუმეტეს მშრალზე გადასვლისას ეგრევე საშინლად გახდა თამარიც, მოკლედ და მარტივად 21 სექტემბერს დაიგეგმა თანადგომის აქცია, რომელზეც უნდა ყველა მივიდეთ, რადგან ეს მხოლოდ ევოლუშენში დასაქმებულ-გაფიცულებს არ ეხება, ესაა ყველასთვის, ვისაც ოდესმე სადმე უმუშავია, ან ახლა მუშაობს და დაბალ სტანდარტებს, ცუდ პირობებს, დამცირებას, დაცინვას ვერ აუდის, ან ყველაფერი კარგად აქვს თავის ადგილზე მაგრამ გააჩნია ემპათია და სურს მეზობელსაც არავინ მიაყენოს შეურაწმყოფა იმაში რაშიც არ იმსახურებს, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პატიოსნად იმუშავა მთელი თავისი დღე და მაგიდასთან ბოლო ნახევარი საათის მანძილზე ფეხმძიმეს გაურთულდა სიტუაცია და ჩაიკეცა, გული წაუვიდა და გამოუძახა სხვა თანამშრომელმა სასწრაფო, სანამ გარეთ გაიყვანეს ეს გოგონა შესძახა ვიღაც დაქირავებულმა მონამ ან უფროსმა, შესაძლოა 50 ლარით მეტი რომ აქვს ხელფასი დღეში და ჰგონია ვინმეზე მეტი თავი, ასეთი რამ “თუ არაფრის ტრაკი არ გქონდა რას მოენძ…დიო აქ, ჰააა” ასეთები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ დედამიწაზე, თუკი არიან მთელი დარჩენილი სიცოცხლე ციხის მკაცრ რეჟიმში უნდა ატარებდნენ!

კი, არ მიყვარს არანაირი ფულითა და ფულზე თამაში, მითუმეტეს კაზინო ან მათი გვერდში მდგომი გამთამაშებელი კომპანიები, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლე გაფიცულებისა და აწ უკვე მოშიმშილის მხარესაა და უნდა დავუდგეთ საქართველო გვერდით.

#ტაბუ92 #მეტროდიდუბე #პროტესტი #საპროტესტოარტი #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #ევოლუშენი #ევოლუშენგეიმინგი #ევოლუშენჯორჯია #metrodidube #protest #protestart #streetart #tabu92 #graffiti #evolution #evolusheni #evolutiongaming #evolutiongeorgia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *