დიდი მარში უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე / უწყვეტი პროტესტის 234-ე დღე

დიდი მარში ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე / უწყვეტი პროტესტის 234-ე დღე. თსუ-სთან შევიკრიფეთ უამრავი, წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი, შემდეგ გადავედით დიდი მსვლელობით რუსთაველზე, სადაც გაიმართა აქცია სიტყვის გამოსვლებით. სამწუხაროდ ვერ დავრჩი გზის გახსნამდე. ბევრი დარჩა და ასევე ღამესაც ათევენ, უწყვეტად კიბეებთან უამრავი თვის მანძილზე.

ვიდეოს thumbnail-ად ვიხმარე მარიამ ნიკურაძის ფოტო.

freedom to prisoners of conscience! / თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! დამხობა რეჟიმს! არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა! ხალხი წყვეტს!

მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ქვეყნის წინ სვლა, დაცულობა, ანუ ევროინტეგრაცია, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..

დიდი მარში უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე / უწყვეტი პროტესტის 234-ე დღე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *