ამ წელსაც წინა წლის მსგავსად LAMB-მს მომიწვია Miro Park Fest-ზე, სადაც სამწუხაროდ იმხელა დიდი მანძილი არ მომეცა, რაც წინა წელს, მაგრამ ჩვემივე ძველი ნახატის გვერდით ბევრად განსხვავებული გრაფიტი გავაკეთე საკუთარი განსხვავებული პერსონაჟით. გამოვიდა მაგარი დღე. ერთადერთი რაც პრობლემას წარმოადგენდა დიქტატორული რეჟიმის პერიოდში ნებისმიერი მხარგანიერი, თავ და წვერ გაპარსული ტიპისა და რამოდენიმე კამერებთან მიხდებოდა პირბადისა და სათვალის ტარება, ქუდი უბრალოდ გაუსაძლისი სიცხისგან, რომ თავზე ცეცხლი არ წამკიდებოდა.. ჩემს გვერდით ხატავდა KOSKA, ვისთანაც მინდა დაუკითხავად დავხატოთ სადმე სწრაფად და ხარისხიანად, არა, ფესტივალზეც, ოფიციალურად კარგია, უბრალოდ იმას ცალკე სხვა ეფექტი და სიამოვნება აქვს. ვიღაცამ მომპარა ერთი სპრეის საღებავი ქილით და მისმა ძმაკაცმა დამიბრუნა და მომიბოდიშა მის ნაცვლად, მერე კიდევ ან მაქამდე მომპარეს თეთრი და დიდი მადლობა Semi / Semichka -სა და Kaxela / Cloud -ს რომ მაჩუქეს თავიანთი თეთრი.
პ.ს. — ძლიერი სურვილი მაქვს სემი-სთან სადმე რამე დავხატოთ ქუჩაში დაუკითხავად, არა ლეგალურად, სწრაფად და ხარისხიანად. იმედია ოდესმე ახდება ესაც.
დღემ მაგრად ჩაიარა. რაზეც მადლობა ყველას, მონაწილიდან-ორგანიზატორობამდე, მოკლედ და მარტივად, ვინც ყოველწლიურად ჰქმნის ამ დღეს!..