THE HOPE OF HAPPINESS (2019)

სიკეთე და სიყვარული —
ფილემონი და ბავკიდა.
ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.

საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა.
ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.

წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება.
გრძელდება ეს მელოდია
და იხატება ყვავილი.

გული ხარ ჩემი მფეთქავი და მეორე დღის იმედად
გიტოვებ ამ ლექსს და იმ გზებს,
რომელზეც ერთად გავივლით!…

2019

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *