გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის III ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენაზე, ამჯერად სასტუმრო სტამბას შენობაში, D BLOCK ამა წლის 28 დეკემბერს, 17:00 საათზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 8 სტუდენტის: აჩიკო შამახიას, ქეთევან ნიკოლაძის, მარიამ ხარაიშვილის, გიორგი გორგიაშვილის, თათია მოდებაძის, ელენე რუხაძის, ქეთევან გუნია და კატო გელაშვილის მიერ შექმნილი მაკეტები, ესკიზები და კოსტიუმები, ასევე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ნახონ 2023 წლის პრაღის კვადრიენალეზე წარსადგენი პროექტი “The Box” (ყუთი – კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 20 იანვრამდე.
exhibition #გამოფენა #მხატვრობა