Tabu92’s Graffiti at the Miro Park Festival

Tabu92’s Graffiti at the Miro Park Festival / ჩემი გრაფიტი მირო პარკ ფესტივალზე

art for the memory of our love – nini key / R.I.P. — MIRO / Miro Park Festival / Tabu92 . 2024

მადლობა მიშიკო სულაკაურს ანუ LAMB-ს რომ მიმაღებინა მონაწილეობა ამ ფესტივალზე, სად რა როგორ და რანაირად მოხდა, გაგაცნობთ ივენთის აღწერას ..

“Miro Park Fest – მირიან კუკავასადმი მიძღვნილი ფესტივალი, წელს, მეორედ, 14 ივლისს, ჩატარდება. ფესტივალი აერთიანებს ხელოვნებას, სპორტსა და მუსიკას, ასევე ხაზს უსვამს მირიანის გატაცებას ურბანული აქტივობებით.

⚡️ ფესტივალი ხელს უწყობს ჯანმრთელ ცხოვრების წესს და მტკიცედ უპირისპირდება ძალადობის ნებისმიერ ფორმას.

• დაესწარით Art Shows-ს, სადაც კედლებს გრაფიტი არტისტები მოხატავენ: LAMB, Wise, Tamoonz, Spore, ClouD, Oto, Nap, 235, SXM, Tabu92, Motor და Swamp-ის შესრულებით.
• ისიამოვნეთ პინგ-პონგის ჩემპიონატით, აფხაზეთის ა/რ პინგ-პონგის ფედერაციასთან ერთად, სადაც დაიშვება ნებისმიერი მსურველი.
• მუსიკალური პროგრამა.
• დაათვალიერეთ კიოსკები, სადაც როგორც საკვები, ასევე სხვადასხვა სახის ნაკეთობები იქნება წარდგენილი.
• მინი გოლფი.
• მოიგე სხვადასხვა პრიზი სპორტულ გათამაშებებში.
• დაესწარით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს დიდ ეკრანზე.

ამასობაში Miro Park Fest ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, სადაც ხელოვნები, სპორტსმენები და მუსიკოსები, თავიანთი ნიჭითა და შემოქმედებით გვიმასპინძლებენ.

გელოდებით 14 ივლისს, 5 საათზე, მიროს პარკში, ფანასკერტელის 14 ნომერში
ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/Gr83BZPY5pEGeoN4A

ყველა ღონისძიება უფასო და ღიაა საზოგადოებისთვის.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *