ქუჩის მხატვრობისა და გრაფიტის მეცხრამეტე ნაწილი სადაც უამრავი ადგილია მინაწერი ან მოხატული, როგორც რუსთავში, ისევე ბათუმსა და თბილისში, ქუჩები, კორპუსები, ღობეები, მეტროს სადგურები და სხვა საინტერესო ხალხმრავალი ადგილები, ამისი უმეტესობა კი ეხება უსამართლობისთვის ბრძოლას, კერძოდ დაცინვას, ჩაგვრასა და დამცირებას, რაც ხდებოდა და ალბათ ახლაც, შესაძლოა ოდნაც ცოტა მსუბუქად, ან იგივენაირადაც კომპანია ევოლუშენ ჯორჯიაში, რის წინაც იმართება გაფიცულების აქციები, ვისგანაც არიან მოშიმშილენიც, იქიდან ერთ-ერთ მათგანს პირიც კი აქვს ამოკერილი. ევოლუშენის არაადამიანი მმართველები კი არათუ მოდიან მოლაპარაკებაზე, არამედ ყურადღებასაც კი არ აქცევენ. არ მინდა ყველა იმ ბინძური ლექსიკით შევამკო ის ნაბიჭვრები, რადგანაც კადრულობენ და ისეთ ფალოსს აგზავნიან ვინც კადრულობს და ჯერ სკამიდან აგდებს და ახოხებს გოგონას და შემდეგ როდესაც საპასუხოდ მოხვდება, რეკავს პოლიციაში როგორც დაზარალებული რომ ამათ, გაფიცულებს შეუქმნას პრობლემები, თუ ციხე არა, მინიმუმ ჯარიმა მაინც, ყველა უკლებლივ დამკვეთ-შემსრულებელიანად სამუდამო ციხე ეკუთვნით, ვერ ვიტან! მე ერთი დღეც არ მიმუშავია მათთან, არც მინდა რომ არსებობდეს საქართველოში ფულით ან ფულზე თამაშები, მაგრამ აქ სხვა თემაა, არ უნდა იყოს ასეთი უსამართლო მოპყრობა დასაქმებული პირების მიმართ, პირიქით პატივისცემა და მჯერა, მალე გაიმარჯვებენ გაფიცულები, რადგან სხვა გზა არ არსებობს, უნდა მოხდეს ასე და მორჩა!.. წარმატებები მათ, მე კიდევ უფრო და უფრო მოვამატებ ქუჩებს უკანონო საპროტესტო არტებს, იქამდე სანამ ასე ძლიერ ნანატრი გამარჯვება დადგება! ღმერთი ჩვენკენ!..
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism