TABU92 — “Mir Vsem!” Kiril / Fck Dcktatorial Regime!!! (Street Art In Georgia)

“Mir Vsem!” — Kiril / F*ck D*cktatorial Regime! ტაძრებში ხატებისთვის რომ არ მიემიზნებინათ იარაღი, სკოლებსა და ბაღებში სამხედროს სწავლება არ ყოფილიყო ბაავშვებში და კირილს რომ არ დაელოცა ბომბები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის გასაჟღლეტად, ასევე ადამიანის მოკვლის გამო ნაბიჭვრებს ხუთი ან ექვსი წლით და საკუთარი აზრის ინტერნეტში დაფიქსირებისთვის ოც წლამდე რომ არ იჭერდნენ პატიოსან მოქალაქეებს, არ დაიხატებოდა ესაც სადღაც მიგდებულ ადგილზე… თუ ვინმეს ჰგონია დიდას განვსხვავდებით დასაწვავი ქვეყნისგან, ძლიერ ცდება! ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ციხეში სტუდენტებს და ერთი თვის მანძილზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან უწყვეტად დღე-ღამის მანძილზე ითხოვენ გადარჩენისთვის წამალს, მათ ერთი ოჯახი მოაკლდათ, რადგან ერთი ბავშვი უკვე გარდაიცვალა, არაადამიანები კი ყველანაირი გზით აშავებენ მედიკამენტებს. საპატრიარქო კი დუმს. ასევე ძვირდება ყველაფერი და იმედია ხალხი მაშინ მაინც გაიღვიძებს, როდესაც ჰაერის შესუნთქვაზეც კი დაწესდება გადასახადი.

#ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #პროტესტი #წამლებიბავშვებს #საპატრიარქო #თავისუფლება #streetart #graffiti #protestart

TABU92 — “Mir Vsem!” Kiril / F*ck D*cktatorial Regime!!! (Street Art In Georgia)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *