TABU92 | I AM VOICE OF MY CITY! / ჩემი ქალაქის ხმა ვარ!

ვიყავი რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში კონკრეტულად ხატვა მინდოდა და რისი არ ვიცოდი, ასოები ნაკლებად და სანამ გავერკვეოდი ფორმასა და ზომებში, ფერებში მივედი, ასე ვთქვათ უსაფრთხო ადგილზე, ჩემზე უფროსი მეგობრის კაფის ტერიტორიაზე და დავიწყე, შემდეგ მივხვდი რომ სიმაღლე არ მყოფნიდა და იქვე შევნიშნე გრძელი ხის სკამები, კი ტონა-ნახევარი იყო, მაგრამ წამოვიღე, რადგან მჭირდებოდა რამეზე დადგომა, რომ სასურველი დეტალებიც დამემატებინა, რაც კი რამ მომდიოდა იდეად გზადაგზა, ასევე ამ დასახელების იუთუბ არხი გამოიწერეთ თუ გიყვართ სთენდაფი და სხვა იუმორისტული გადაცემები.. “გზადაგზა”. მოკლედ იმ დღეს არავინ მოსულა და არ შეუშლია ხელი ჩემთვის, თავისუფლად დავხატე რაც კი რამ იდო ჩემში.

youtube.com/watch?v=sq4VTD_Gos8 — კეთების პროცესის ნაწილი, უარავ სხვა მოხატულ კედლებთან ერთად ერთ ვიდეოში “TABU92 — Street Art & Graffiti (Part 26) / ანწუხელიძე უკვდავია | FTS

TABU92 | I AM VOICE OF MY CITY! / ჩემი ქალაქის ხმა ვარ!

#ქუჩისმხატვრობა #კედლისმხატვრობა #გრაფიტი #ტაბუ92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *