Onise Okriashvili-ს რომ არ უყვარდეს ნოდარ დუმბაძე, მას პირველად ეს ადამიანი არ გაახსენდებოდა. ონისემ ის არ გალანძღა. “გული” არის მისი ნაწარმოები. მან წამიერად აბსურდი იხმარა რომ ყოფილიყო მოულოდნელობა, რაზეც ხალხს გაეცინა, რომ ეხსენებინა ნებისმიერი იმათგანი, რაც სტუმარმა უპასუხა, ჩვეულებრივი ნორმა იქნებოდა. ასევე ბებიის შვილიშვილის სიკვდილზე ხუმრობა კი მესმის მძიმეა, მაგრამ რეალობა უფრო უსამართლოდ გვექცევა და უფრო რთული ასატანია.
თავისუფლება სიტყვას, ეს კომედიით შეფუთული იქნება, მუსიკით, მხაატვრობით თუ მედია საშუალებებში წარმოთქმული!
კიდევ ბევრი რამ მეწერა ონოზე, მაგრამ მესამე თუ მეოთხე თეგი ახტა ზემოთ და დიდი ნაწილი მოუნიშნავად გამიქრო.
არ ვიცი სადმე თუ მუშაობს ამ მომენტისთვის ონისე ოქრიაშვილი, მაგრამ ვიცი სხვა სთენდაფერები რომ სხვადასხვა სამსახურებში დადიან, რადგან ის დასწრების 10 ლარი არავის არაფერში ყოფნის. მცირე გადახვევას გავაკეთებ, როდესაც ვუხატავდი კედელს სხვა ადგილიც გვინდოდა საღებავის თანხაც კი არ გვქონდა, მითხრა რაღაც თემა გამოვტოვე უცხოელებისგან რადგან ნებისმიერ გადმორიცხულ კაპიკზე შესაძლოა დავეჭირეო, არადა ჩვეულებრივ ჟურნაალისტური ამბავი იყო, ასევე არავის აქვს უცხოეთიდან რამე თანხის მიღების, სხვა ადამიანსაც ვიცნობ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს. ანუ ვერავინ გრანტს ან პატიოსნად ნამუშევარ თანხას ვერ იღებს, რადგან არ დაიჭირონ. ამავე დროს კი უსამართლო არაადამიანები ზოგიერთებს უმტკიცებენ რომ სიმართლის თქმისთვის ჯიბეგამოფხეკილ პატიოსან ხალხს რომელიღაცა უცხოური ორგანიზაციები ურიცხავენ თანხებს. აი თუნდაც მხოლოდ ესაც კი საკმარისი მიზეზია მათი შესაძული, ვინც გადაცემის სტუმარმა თავის სწორ პასუხში გასცა.
მათ უნდათ რომ ჯანმრთელი, ერთმანეთისთვის მზრუნველი, სიმართლისთვის თავდადებული, პატიოსანი, განვითარებული, მოაზროვნე, საინტერესო და პრინციპული ახალგაზრდობა საზღვარგარეთ გაყარონ საცხოვრებლად ყველქნაირი ფეხის დაჭერით. ონისე კი მჯერა რომ აქ აპირებს ცხოვრებას და სიმართლისთვის ბრძოლას გამარჯვებამდე. ჩემგან დიდი პატივისცემის გამოსახატად კი გადავცემ ამ ნახატს წარწერით Stand-Up Tbilisi გაეცანით და გამოიწერეთ ეს გვერდიც . მოკითხვა მარიამსაც! ორივეს დიდი ნდობა, სიყვარული, პატივისცემა!
#სთენდაფი #standuptbilisi #graffitiart #ონისეოქრიაშვილი #მხარდაჭერა