Rally Of 17 November | 17 ნოემბრის 2 აქცია გაყალბებული არჩევნებისადმი / პარლამენტთან და შემდეგ მსვლელობით თსუ-ს I კორპუსთან, სადაც ჩატარდა მეორე აქციაც. ვნერვიულობ, დილისკენ არ დარჩეს ცოტა ხალხი და არ გაგვიბედონ არაადამიანებმა იმ ორი გაშლილი კარვის აკეცვა და დაჭერები არ წავიდეს, ცემა და დაჯარიმება და მსგავსი უმსგავსო ნაბიჭვრული საქციელები. თორემ მის გარეშეც არ ჩაცხრება საპროტესტო ტალღა, მაგრამ საკმარისია რა უკვე ჩვენზე უმიზეზოდ თავდასხმა, იმ ხალხზე ვინც არაფერს ვარღვევთ, ვდგავართ იმისთვის რომ თქვენ სჩადიხართ უსამართლობას და არაადამიანობას, ვაუ, მადლობა ღმერთს რომ ამხელა ტექსტი ისე ავკრიფე, რომ ყველაფერი მისაღები სიტყვა დამეწერა. ყოჩაღ, როდესაც ნერვები მათ ჩამიკლეს, “მშვიდობის მტრედი” ვიყავი და ისე ვარ, კანიბალი მადლობელი დარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესაც არ ვიცი, მარტო ვერაფერს ვიზამ, ამის მჯერა და ჩემი იარაღი საღებავია მხოლოდ.. რატომ მაბოროტებენ, არადა ისეთი რამის ღირსები არიან რასაც მეც კი ვერ წარმოვიდგენ და არა მხოლოდ, საშინელებათა ფილმების სცენარისტები, რეჟისორები და მწერლები.. ვერ ვიტან ამ ნაბიჭვრებს და ვდგავარ, სხვა არაფერი შემიძლია დღეს, “უკაცრავად, მომიტევეთ, თუ შეიძლება, sorry”-ით გავდივარ წინა რიგებში, ვინმეს საღებავის ჩანთა, დიდი პლაკატი, ან მხარიც კი რომ არ გავკრა და შენ კი მიშლი ყველაფერს, თავისუფლებას მიზღუდავ, კარავს არ მადგმევინებ, საკვებ-სასმელს და შეშას რკინის რაღაცით არ მატანინებ, უმიზეზოდ მიჭერ, საღებავს მასხამ, სისხლის თემაში, რომ სხვა დააშინო, გაქცეულს მიჰყვები და დავარდნისას რამოდენიმე ერთად ურტყამთ წიხლებს, არაკაცურად, ლაჩრულად, ნაბ..ულად, გვწამლავთ ცრემსადენ გაზში გარეული რაღაც ნივთიერებით, წიწაკის სპრეის გვასხამთ, წყლის ჭავლში ურევთ რაღაცას და ისე გვიმკლავდებით და ნუთუ ეს არაა ორალურად დაკმაყოფილება თქვენი პატრონი-მარჩენალისადმი, ჰა? ამაზე სუფთად არ ვიცი როგორ ავკრიფო. მახსოვს ყავისა და ჩაის მანქანა ერთხელ აქციებზე რომ შემოვიდა და ენერგიასა და სითბოს გვაძლევდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, მეორედ ის მინი ავტობუსი ვეღარ მოიყვანეს, იმიტომ რომ ბორბლები დაუხვრიტეს და შიგნეულობას დედა უტრირეს დედა ნატირებმა მონებმა, და ვიღაც რომ აგინებს ის კომენტარები რჩება და როდესაც ვწერ რომ “დასახვ…ები არიან ესენი” და კიდევ მადლობლები იყვნენ ჩვენი რომ პროტესტს ასე მშვიდობიანად გამოვხატავთ, ფეხები უნდა გვიკოცნონ-მეთქი მებლოკება სოც. ქსელები მე და რატომ. სიმართლეა, მეტის ღირსები არიან, მიმბაძველი რომ არ ჰყავდეთ და მათი ბავშვები ადამიანებად გაიზარდონ და არ მიამსგავსონ მამებს. ჰოოოდა, მოკლედ ღმერთს ვთხოვ რომ დილა იყოს ბედნიერი სტუდენტებისთვის და ხელი არავინ ახლოთ მათ ორ კარავს, ნუ თუ დილისთვის მოემატა მესამეც, მეოთხე, მეხუთე, არც მათ. დაე, ღმერთო, მალე გავიმარჯვოთ ღვთისვე წყალობით, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, გვინდა სამართლიანობა, განვითარება და განათლება, თავისუფლება, წინ სვლა ბედნიერი და ნათელი მომავლისკენ და ნუ გვიშლით ხელს, დაე, მალე ასრულდეს ჩვენი ოცნებები და მიზნები!..
აქცია #სტუდენტები #rally #students