NO RUSSIAN LAW!!! / არა რუსულ კანონს!!!

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

ჩვენ, ახალგაზრდები, ჩვენი ხარჯით (ძმაკაცს დავარიცხინე 5 ლარი რუსთავი-თბილისის სამგზავროდ ორი რეისისთვის) მოვდივართ აქციაზე სამართლიანობისთვის, იმისთვის რომ გვქონდეს ნათელი მომავალი, წინსვლა, განვითარება, ინფორმაციასთან წვდომა და თავისუფლება! ჩვენ არ გვინდა დიქტატურა, საითკენაც მიგვათრევს ხელისუფლება, ანუ რუსეთისკენ და ასე გამოვხატავთ ჩვენს ბრაზს “არა რუსულ კანონს! კი ევროკავშირს!”. როდესაც (უკაცრავად, მომიტევეთ, თუ შეიძლება, “sorry”)-ით მიდიხარ აქციის წინა რიგებამდე, რომ შემთხვევითაც კი ან თმა არ მოწიწკნოს შენი გახეული ბანერიდან წებოვანმა ქაღალდმა ან მხარი არ გაკრა ვინმეს, დგახარ მარტო და ამით აფიქსირებ შენს აზრს, ამისთვის გიშენენ ხრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, გარბენილზე გეკიდებიან და არა ერთი, არამედ 3-4 არაადამიანი მონა ერთბაშად გამეტებით გირტყამს, თუ აგიყვანეს და რეალურად ერთი ბინძური სიტყვაც კი არ გიკადრებია მათთვის შეგტენიან მანქანაში და ხან მუქარით, იძულებით, ხანაც შანტაჟით ან სხვა მეთოდებით გაწერინებენ ხელს და ან ციხეში, ან უბრალოდ ორი დღე “გასვენებ” და 2000-ს გიწერენ იმაში რომ უბრალოდ გამოხატავდი შენი დგომით მათ საპირისპირო აზრს. ეს ყველა საზღვრებს სცდება და ამაზე უნდა აგონ პასუხი ყველამ, ვინც დაუკვეთა და ვინც გაიყიდა და შეასრულა.
ერთადერთი რაც ძლიერ მახარებს, ისაა რომ ლაზარე თავისუფალია და მწამს ჩემზე პატარების, რადგან მათია ეს სამშობლო, მე ვერ გავჩუმდები, რადგან ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი, მაგრამ თუკი უკვე 15 დღიდან 2 დღე გამიცდა, რადგან ცოცხალ-მკვდარი ვეგდე ჩემთან სახლში, გულით თქვენთან ვიყავი და როდესაც რაიმე სიტუაცია იძაბება, მეც ძლიერ მეშინია, მაგრამ არც და ვერც გავბედავ წასვლას ჩემს ქალაქში, რადგან თავს მოღალატედ მივიჩნევ, ისინი დავტოვო და მე როგორი დაბრედილიც არ უნდა ვიყო წავიდე, არა, არა და არა, უნდა ვიყო, იმ მომენტამდე სანამ ან სასწრაფო არ გამიყვანს ან არ ჩაცხრება სიტუაცია.
ცხოვრებაში არც-ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც უნდა მჭირდებოდეს ამისი ახსნა, ახლა წყდება ჩვენი სამშობლოს მომავალი, ვიყოთ ნეხვში, თუ ვიყოთ ბედნიერი ერი და ამ დროს გაჩუმება არის ღალატის ტოლი.

პატივისცემით თქვენი ტაბუ / Tabu92 !..

NO RUSSIAN LAW!!! / არა რუსულ კანონს!!!

#notorussianlaw #არარუსულმთავრობას #არარუსულკანონს #rally #აქცია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *