my first graffiti piece in turkey, kemal pasha / ჩემი პირველი გრაფიტი ფისი თურქეთში, ქემალ ფაშაში.
ცხოვრებაში პირველად გადავედი საქართველოს საზღვარს საერთოდ და ისაც თურქეთის მიმართულებით, არა, ვიცი, ბევრი საინტერესო და ლამაზი ტერიტორია აქვს, რაღაც ჩვენიც, ეს ცალკე სხვა საკითხია, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და ყველა მაღაზიაში თურქები არიან და გატეხილი ინგლისურით რთულია რამე გააგებინო, საღებავის ჩანთას მატოვებინებენ გარეთ, ან ფასიან ადგილზე, ნუ მოკლედ .. გარეთ კი 99 % გარე მოვაჭრეები ქართველები არიან და 2, 3, 5, მემგონი მაქსიმუმ 20 ლარი ღირდეს რამე რაც ბათუმში, თბილისსა და რუსთავში 50-60 ლარისაა, ვგულიხმობ ფეხსაცმლიდან დაწყებული, წინდიან-ქუდიანად, საცვლიან – ხელთათმიანად, შორტიან-კაბიან-თმის შესაკრავიანად აბსულუტურად ყველაფერს.. მთელი ქალაქი რომ გგონია არის ბაზარი, რაღაც ხიდზე გადახვალ და გაჩერებაა, შემდეგ მაღაზია და სადღაც სიახლოვეში ან მაქამდე ან მის შემდეგ სადღაც ამ გასაყიდი საქონელის ხელმაჯვნივ არის მცირე გეტო, მის იქით კი ქალაქის მსგავსი რამ, არ მახსოვს როგორ მოვხვდი შედარებით საინტერესო ადგილზე, სადაც ამის ხატვისას ერთი იქ დიდხანს მაცხოვრებელი ქართველი და ერთი თურქი გავიცანი, ვინც შემომიპატიჟა თავისთან და 7 თუ 8 ჭიქა ჩაი დამალევინა, შემდეგ კი დავუხატე კედელზე ყვავილი, რაც მათ ყველას მოეწონა, არადა ვფიქრობ რომ მათ სტილზე არ იყო, მაგრამ გაასწორა.. როდესაც დავდეგ იმ ფოტოსაც, აუცილებლად დავარედაქტირებ ამ პოსტსა და მივუთითებ ბმულს იმ ყვავილისას. მალე კი იუთუბზე ვიდეოს დავდებ სადაც ჩემი მგზავრობაა, მაგრამ ნაკლებად გზა და ტანსაცმელი, მაღაზია, ფასები და ა.შ.. უმეტესად თეგები, გრაფიტი ფისისა და მათი ყვავილის ხატვაა, ასევე ნაჩვენები იქნება რამოდენიმე მათი, თურქი მხატვრის ოფიციალური ნახატები და ვვარაუდობ გამოვა საინტერესო ვიდეო.
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
#გრაფიტი #თურქეთი #ქემალფაშა #ტაბუ92 #fastgraffiti #turkey #kemalpasha #tabu92