MOTHER, I LOVE YOU!.. / დედა, მიყვარხარ!.. ☆♡
მიყვარხარ უპირობოდ, მეყვარები მარად, მუდამ, ბოლო ამოსუნთქვამდე, უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოები დედიკუნა!..
წინაზე ქუჩაში გავედი ასე ოცდამეერთეში და იყო ვიღაცის ფარეხი უფრო გამოწეული ვიდრე კორპუსები და რაღა კორპუსზე გავრისკო და პოლიციასთან პრობელები, აქ დავხატავ და თუ ვინმე ნორმალური აღმოჩნდება პატრონი, მოიწონებს და მადლობასაც მეტყვის-მეთქი, მაგრამ გამოვიდა ვიღაც გაბრაზებული, ლენჩი, ხიხო, შტერი, განუვითარებელი ნაგავი, რომელმაც რამის მცემა ამის მსგავსი სიუჟეტის ხატვისას, მეც გავეცალე, შემდეგ ორი გაჩერების მერე, მოვტრიალდი და სწრაფად გავუკეთე წარწერები რომ ჩემი იყო და დედისთვის დავხატე რომ გამეხარებინა და გავუჩინარდი ადგილიდან.
არ მეყო ის ფაქტი, რომ იმ ადგილზე ვერ მოვრჩი იმ ნახატს და იგივე სიუჟეტი უფრო დავხვეწე და შევთავაზე კაფე “პროფესიო”-ს, უბრალოდ ის ვუთხარი რომ რაღაც მაგარი ნახატის დახატვას ვაპირებდი და კიბე მოეცათ ჩემთვის, მივედი და დღე-ღამე ვხატავდი სადამდეც შემეძლო ხედვა, მეორე დღეს დავასრულე და ესაა ჩემთვის მაგარი რამ, რაც პირველად დავხატე ცხოვრებაში ასე.. ნუ იმ 15 წუთიან ნახატს თუ არ ჩავთვლით რა..
იმედია თქვენც მოგწონთ და როდესაც ეწვევით ამ კაფეს, დაარტყით წრე და სადაც ნახავთ ამ კედლის მხატვრობას, დადექით გადაიღეთ ფოტო და მომნიშნეთ 🙂 მითუმეტეს დედის სიყვარულით, შეგიძლიათ ახალგაზრდა დედებმა ბავშვით გადაიღოთ ფოტო ჩემს ნახატთან და გაუგზავნოთ თქვენს დედიკოებს და ასე მიულოცოთ დედის დღე.
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism