Gift for NINA! / საჩუქარი ნინას! | ნინიკო არის ის უსაყვარლესი გოგონა, ვინც სულ შემთხვევით შემხვდა მე, უმორცხვეს ადამიანს, ქუჩის მხატვარსა და გრაფიტი არტისტს, საკუთარი სტილის მქონე კალიგრაფიული ხელწერის მატარებელს, მოვუსმინე, მომისმინა, მის მერე სოციალურ ქსელებზე გამოვიწერეთ ერთმანეთი და მაქსიმალურად ვუმალავდი რა საჩუქარი მქონდა მისთვის, მაგრამ ახლა რადგან უკეთესი იდეა მომივიდა მისი გაბედნიერებისთვის ვამჟღავნებ ამ ტილოს. რადგან ის არაპროფესიონალი მუსიკოსია ვარსკვლავები მივაბი ნოტის მაგვარ ზედაპირზე, ასევე რადგან დიდი პატივისცემა, დაფასება და სიყვარული გამაჩნია მის მართ, ი ასოს მოვაბი გული, რომელიც გადადის შემდეგ ნ-ზე, ისევე როგორც ნებისმიერი ასო ერთმანეთში ნ ა-ში და ა შედის და გადის ნ-დან. პირველი ნ-სა და ი-ს ბმაც მაგარია, სრულად ერთ-ერთი საუკეთესო რამ გამომივიდა, რითაც ვამაყობ და მიხარია, რომ შევძელი გამებედნიერებინა ნინა შერვაშიძე.
მინდა ვუსურვო გამოსულიყოს კარგი გიტარისტი, ასევე მომღერალი და თავიდან სანამ სოლო კარიერას გაიკეთებს, ისწავლოს და შემდეგ რამოდენიმე სერიოზულ ჯგუფებში დაეკრას, რითაც შემიძლია ასევე დავეხმარო, თუკი დამიჯერებს და ნელ-ნელა მივყვებით მისი წარმატების გზას.
ჰო, თუ თქვენ გნებავთ შემიკვეთოთ ჩემს სტილში თქვენი საყვარელი ადამიანის სახელის, გვარის ან რაიმე სიტყვის, როგორიცაა — სიყვარული, ნდობა, დათმობა, სითბო, დედა ან სხვა.. გამომიწერეთ სოციალურ ქსელებზე და მომწერეთ, მისაღებ ფასად გაგიკეთებთ საოცარ ტილოს სხვადასხვა ზომაში, ასევე სასიყვარულო ქუჩის მხატრობასაც, ყველასგან დაუკითხავად, გოგონას უბანში..
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
#საჩუქარი #ნინა #თბილისი #კალიგრაფია #ხელწერა #ტილოზეხატვა #ტაბუ92