Gift for Marita! / საჩუქარი მარიტასთვის!

Gift for Marita! / საჩუქარი მარიტასთვის! | ეს ის გოგონაა, ვინც გაიფიცა ევოლუშენიდან და რომ ჰქონოდა რამე შემოსავალი დაიწყო სხვაგან მუშაობა და სამსახურის შემდეგ მოდის და დგას გაფიცულ მეგობრებთან ერთად. მან დადო ტიკ-ტოკზე ვიდეო თამილასთვის მიძღვნილი ტილოს ფოტო ვიდეოს სახით და ამით მე ძლიერ გამახარა, მიტუმეტეს ვიცოდი რომ მოსწონდა ჩემი ხელწერა და ერთი დღეც, როდესაც ვიყავი მათთან, იქვე ორი ფერი ლუპის სპრეით გავაკეთე ტილოზე გადასვლა საღებავის მტვრით და შემდეგ რომ გაშრა ალპინას ფასადურით დავწერე თუ დავხატე თუ ორივე ერთად ეს ასოები, ანუ მისი სახელი, შემდეგ შევასწორე, კონკრეტული ადგილები, რომელიც ისე მარტივად არ დაიფარა, ან რაიმე კუთხეს გაედო და შესვლა-გასვლები დავაფიქსირე, გავუკეთე თეთრი კონტური შნაიდერის აკრილის მარკერითა და ქვეკონტურიც, სინათლის წერტილები ან ბლიკები ხაზებად ფეინთის მარკერით და კიდევ ერთხელ შევამოწმე უამრავი, ყველა ხაზი, თუ რაიმე იყო, არადა აღმოჩნდა.. გადავაკეთე, გადავაკვდი სამი საათის მანძილზე, თან გავერთე, თან მიხაროდა როგორც პროცესი, ისევე შედეგი, რადგან ვიცოდი, როდესაც მოვიდოდა მარიტა, აუცილებლად გაუხარდებოდა, როგორც მოხდა რეალურადაც და მეც გავხდი ბედნიერი ის რამოდენიმე წუთი, რაც ამად ღირდა. კარგი დღე ყველა გაფიცულსა და მოშიმშილეს, გამარჯვება და ბედნიერება, სიბრწყინე და სილამაზე კი მარიტას მარად, ისეთი, როგორიც ახლა აქვს!..

შემდეგ მან დადო თავის ტიკტოკსა და ინსტაგრამზე ფოტოები და გადაიღო ვიდეო ასევე ჩემი ამ კალიგრაფიულად მოხატული ტილოთი და იმ მომენტში ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი.

ჰო, თუ თქვენ გნებავთ შემიკვეთოთ ჩემს სტილში თქვენი საყვარელი ადამიანის სახელის, გვარის ან რაიმე სიტყვის, როგორიცაა — სიყვარული, ნდობა, დათმობა, სითბო, დედა ან სხვა.. გამომიწერეთ სოციალურ ქსელებზე და მომწერეთ, მისაღებ ფასად გაგიკეთებთ საოცარ ტილოს სხვადასხვა ზომაში, ასევე სასიყვარულო ქუჩის მხატრობასაც, ყველასგან დაუკითხავად, გოგონას უბანში..

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

#საჩუქარი #მარიტა #თბილისი #კალიგრაფია #ხელწერა #ტილოზეხატვა #ტაბუ92

One thought on “Gift for Marita! / საჩუქარი მარიტასთვის!

  1. მე მიხაროდა მისი სიხარული, მისი ბედნიერება მაბედნიერებდა და ასე, თუკი შემიძლია ვინმეს გავუკეთო სიკეთე და გამოვუკეთო ხასიათი, ამაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს ჩემში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *