აზა ბებო, რომელიც უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ იქცა, 5-მდე პოლიციელმა ნამდვილი კრიმინალივით დააკავა. 71 წლის ქალს, რომელიც ყოველ დღე რუსთაველზე საქართველოს დროშით დგას და სახლში მომზადებულ საჭმელს დემონსტრანტებს ურიგებს, ხელბორკილები გზის გადაკეტვის გამო დაადეს. დაკავების პირველივე წუთიდან აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და უკანონო პატიმრობის გამო წყალზე და საკვებზე უარი თქვა.
2 ლარი და 55-ი თეთრი – ეს ის თანხაა, რომელიც 71 წლის აზა ჩილაჩავას პოლიციამ, იზოლატორში შესახლებამდე ჯიბეში უპოვნა და დაულუქა. გაგრიდან დევნილმა ქალმა ადვოკატებს უთხრა, რომ საკანი იმაზე დიდია ვიდრე მისი დროებითი საცხოვრებელი თემქაზე.
ტექსტი — tvpirveli.ge
ა შედის ზ-ში, ზ-ც ა-ში და ზ-დან ჩადის ხაზი და ჰქმნის გულს, საიდანაც ამოდის ხაზი და უერთდება მეორე ა-ს, რომელიც ასეცე შედის და გადის ზ-ში და აგრძელებს თავის გზას..
საოცრება გამოვიდა, დარწმუნებული ვარ! იმაში კი ოდნავ დავეჭვდი, რომ მოხუცს იქნებ ჩემი ხელწერა ან გრაფიტისა და კალიგრაფიის ნაზავი არ მოსწონოდა და ვიფიქრე ყვავილები ხომ არ დამეხატა მისთვის-მეთქი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რაფგან რუსთაველზე ვიყავი ტილოს გადასაცემად!.. ☆♡
#კალიგრაფია #გრაფიტი #calligraphy #calligraphyart #graffitiart #რუსთაველი #ტილოზეხატვა #თავისუფლება #აზაბებო #freedom #tabu92 #ტაბუ92