ლაზარე გრიგორიადისი, როგორც არ უნდა ატრიალონ საქმე იდგა ისე როგორც ვიდექი სხვა აქციებზე მე, ანუ არავის არაფერს არ უშლიდა. იმ აქციებზე ერთმა მხატვარმა ასწია ერთი ბავშვი და ხმამაღლა განაცხადა რომ ხალხს სცოდნოდა რომ მოლოტოვები იყო მთავრობისგან ბავშვებით შემოტანილი სპეციალურად რომ მომხდარიყო ორმხრივი დაპირისპირება, იმისთვის რომ გაემართლებინათ საკუთარი უსინდისობა, უნამუსობა, არაადამიანობა, ფულზე გაყიდულობა და პუტინის გენიტალიებთან ვიაიპი სტუმრის სტატუსობა, ასევე ვინც ძალადობდა ხალხზე, მათ პრემიები დაურიგეს და ვინც დაზარალდა ფეხზე დაიკიდეს, ლაზარეს კიდევ განსხვავებული ვიზუალის გამო ცდილობენ შეთითხნონ, მას გოგონები მოსწონს და ასეც რომც არ იყოს, თუ ადამიანს რამე არ ჩაუდენია და ვიდეოთი ვერ ამტკიცებენ, რადგან არ ჩანს ესაა თუ სხვა და დამონებული სამართალდამრღვევები იძახიან ამ ბიჭზე რადგან ასეთი ბრძანება აქვთ მიღებული, დასაჭერია ბრძანების გამცემიც და ის მატყუარა თავჩამოწეული ყველაფერზე წამსვლელი მონებიც და სასტიკად გასამკლავებელი ყოველი დღე მათი დარჩენილი ცხოვრების, რომ გაიგონ რა არის ემსახურო ბოროტებასა და სიცრუეს, ასევე ის მათი ბელადიც, რომ არავის მოუნდეს მიბაძვა, არც ქუჩაში, არც დაწესებულებაში, არც სკამზე პარლამენტში, არც ეზოს ბირჟაზე ვინმეს დაჩაგვრა და თავისი სიცრუის გატანა, არ გაგივათ, ყოფა გეტირებათ ადრე თუ გვიან, მე ამისი მჯერა, მე ამისი მწამს!
ჰოდა იმიტომაც ჩემი პირიდან ხმა არის საღებავიანი ხელი და ჩემი მეგაფონი კი არის კედლები, საიდანაც როგორც უამრავ განვითარების კუთხის ასამაღლებლად საინტერესო მესიჯებს ვტოვებ, ისევე სიმართლეს ვქადაგებ, მოკლედ და მარტივად ეს თვალი ნიშნავს — თავისუფლება ლაზარეს, ინგლისურად კი — free lazare!
subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism
#ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #თავისუფლებალაზარეს #ტაბუ92