DICKტატორული რეჟიმის ერთი სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილები ციხიდან / FTS! — პროტესტის 74 დღე

უწყვეტი საპროტესტო აქციების 74 დღე!
პ.ს. — ვიდეოა ოდნავ აჩქარებული 1.3X-ით მეხსიერების გამო, ვერ ვამახსოვრებდი სხვანაირად.
ჩვენ გვინდა სამართლიანობა, თავისუფლება და ხარისხიანი განათლება, მუდმივი განვითარება, თვით-შემეცნება და კითხვები გვაქვს უამრავი და მარად ვეძებთ პასუხებს, ამ დროს ვვითარდებით, საინტერესო ხალხი ვართ, ის, ვინც ვდგავართ აქციებზე და ვაპროტესტებთ უსამართლობას, დიქტატურას, უამრავ შეზღუდვასა და ძალადობას, ჩვენ ვართ მართლები, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი ჭკვიანი ბიჭი რეზო კიკნაძე, რომელიც უმიზეზოდ დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, ედავიან ჯგუფურ ძალადობრივ ფაქტს, როდესაც ცხოვრებაში კანონი არ დაურღვევია და პირიქით პატიოსანი მოქალაქეა. ზუსტადაც იდეები, განვითარება, აზროვნებაა მთავარი იარაღი რასაც ებრძვიან, რადგან მათ ვერ დაიმონებენ, ვერ მოისყიდიან. დანარჩენი კი ნახეთ ვიდეოში რას წერს რეზო.
მე რადგან ვარ ქუჩის მხატვარი და გრაფიტი არტისტიც, მისი ერთი ფრაზა დავწერ-მოვხატე თბილისში ერთგან და ამის სწრაფი ვიდეოცაა და ასევე შედეგიც.
თავისუფლება რეზო კიკნაძესა და ყველა სინდისის პატიმარს!

DICKტატორული რეჟიმის ერთი სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილები ციხიდან / FTS! — პროტესტის 74 დღე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *