ხის მოჭრა და ადამიანის სიკვდილი

ბებიამ მასთან მისულს მითხრა, რომ ნაკვეთში ახალი მეზობლები დაგვისახლდნენ და ცხოვრებაში სხვისი რომ არაფერი გვდომებია ორ თუ სამ სანტიმეტრზე შემოგცედავნენ თუ იუატიციაში შეიტანეს საქმე თუ სხვა არ ვიცი და უამრავი ლარის გადახდაა, უფრო სწორად გადაყრა საჭირო, სამწუხაროდ. არადა არასდროს სხვისი საშლელიც კი არ გამყოლია სკოლიდან. ასევე მომიყვა ისაც რომ ახალი მეზობლები აპირებდნენ თავის გემოზე დაერგათ ბოსტნეული და მანამდე რაც იყო სრულად გაეჩეხათო. სამაგიეროდ ორ ან სამ რამეს მოიყვანენ და თანხასაც იშოვიანო. მეთქი რატომ ეთანხმები ხეების გაჩერხვას, ვაზის გაკაფვასა და მთელი მინდვრის ხელახლა მოწყობას. ფულისა და მოგების დედაც, აი მაშინ წარმოიდგინე რომ შენ გდომებოდა რომ ბიზნესმენი გამოვსულიყავი, მე კი გამოვედი მხატვარი, რომელიც შეკვეთას არ იღებს თუ რაიმე კონკრეტული უნდათ ან თუ ტიპი ან მისი ბიზნესი დაახლოებულია რომელიმე ორგანოებთან. არა მხოლოდ იმიტომ რომ პრობლემები არ მინდა, არამედ იმიტომ რომ არ იმსახურებენ ჩემგან საღებავის სფრეით გასხმას ან ფუნჯით მონასმევსაც კი. ეს პრინციპია რომ მამყოფებს ჯიბეგამოფხეკილს, სამაგიეროდ მართალს. აი, განვაგრძობ, მე პატიოსანი მოქალაქე ვარ, მხატვარი და ინტერესიც არ მქონდა ბიზნესმენობის, სთხოვე მაშინ დედაჩემს რომ სხვა ბავშვი გააჩინოს, აი ისე როგორც ახალი ხის დარგვა, სანამ ის ნაყოფს მოისხამს, ანუ სანამ ადამიანი საკუთარ ბიზნესს აწარმოებს და მე პურის გალესილი დანით ყელი გამომჭერი. იგივეა ზუსტად, რადგან მას არ აწუობს ესა თუ ის ხე, ჭრის, რატომ? რა დაუშავა? რატომ? მივიყვანე იმ კონდიციაამდე რომ არ იცოდა რა ეპასუხა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *