8 — 9 — 10 December / Rally On Rustaveli | 8 — 9 — 10 დეკემბრის აქციები რუსთაველზე

ეს ის აქციების დღეებია, რომელიც ხალხის მხრივ როგორც ყოველთვის მშვიდობიანად და მთავრობის მხრივ კი წინა ღამით სასტიკი დარბევით და მის შემდეგ რაც ნაძვის ხე დაგვიდგეს, ორი დღე ვითომ მშვიდობაა, კი მათთვის ვინც შემოვა ერთიდან სამ საათამდე საპროტესტო აქციაზე და გავა, უსაფრთხოდ, გაუმართლებს, შესაძლოა, მათაც კი ვინც უბრალოდ სამსახურიდან ამ გზის გავლა უწევს არაფერია გამორიცხული. მითუმეტეს ნუ იხმართ მეტროებს, განსაკუთრებით “თავისუფლების მეტრო” სადაც არის ჩხრეკა ნებისმიერი რამისადმი, გეტყვიან აქ მოხდა კრიმინალი და ვიძიებთო.. ასევე იჭერენ მათ ვისაც დროშა აქვს აქციაზე, სადმე ჯიბეში ჩაიმალეთ ან არ ვიცი, ისე რომ მათი ყურადღება არ მიიქციოთ. ასევე ვინც აქტიურობს ცალკე მათაც იჭერენ და აპირებენ ყველას ვისაც ნიღაბი ექნება მინიმუმ გაჩხრიკონ და ღმერთმა იცის ამ მომენტში რა გაუკეთონ დაკავებულს, რამე არ ჩაგიდონ, ფრთხილად, მაგრამ ვერც იმას გეტყვით რომ შეშინდეთ და არ გამოხვიდეთ-მეთქი, ვერც იმას რომ მობრძანდით ბავშვიან-მოხუცებულიანად-მეთქი, სახლებზე ადგებიან და ითხოვენ დაჭერასა და გამოყვანას, გავიგე ადვოკატის გარეშე არსად არ უნდა გაჰყვეთო, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ არსად ვწერივარ და საქსტატი რომ მოვიდა, იმისაც შემეშინდა რომ საკუთარი ინფორმაცია გამენდო, მეზობელს ვუსმენდი რას ეტყოდა. გთხოვთ გაფრთხილდით და ყველა კითხვაზე იფიქრეთ წინასწარ პასუხი, თუ რაიმე დიდი ზომის ქურთუკში გაიხიეთ ჯიბე და გადაინაწილეთ ბალაკლავა, სათვალე და აირწინაღი. უხეშები არ იყოთ, როგორც არ უნდა ენდობოდეთ ნებისმიერს და სთხოვეთ მეგობარს ვიდეოს გადაღება ან ლაივ რეჟიმში გასვლა, რომელსაც დაამახსოვრებს რომელიმე სოციალური ქსელი. პატიოსნად და ზრდილობიანად ესაუბრეთ. არ ვიცი რა ჭრის და რა არა.. მოკლედ თავს გაუფრთხილდით და იცოდეთ რომ არსებობს ერთი მხატვარი ვისაც ყველა უყვარხართ, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დგას, განვითარების, ხარისხიანი განათლების, სამართლიანობის, თავისუფლების სიტყვისა და საქმითაც და ვისაც გვინდა ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, გავიგე ერთი ფრაზა რითაც დავასრულებ ამ მონოლოგს “თავისუფლების გზა რუსთაველზე გადის!..” და მეორე კი მარო მაყაშვილის წერილიდან თუ არ ვცდები მამას “მოკითხვა ყველა ჩვენებს, ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!..” ილოცეთ და შეგვეწევა. სიმართლე ჩვენს მხარესაა, ესეიგი ღმერთიც ჩვენკენაა, ეს იმას ნიშნავს რომ გავიმარჯვებთ!..

8 — 9 — 10 December / Rally On Rustaveli | 8 — 9 — 10 დეკემბრის აქციები რუსთაველზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *