პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას!
აზა ადამია, 22 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის — 9 აპრილს, მომწამვლელი გაზითა და ჭრილობებით ტრამვირებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა 17 აპრილს;
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის (შეცდომით გავრცელდა 16 წელი);
ნატო გიორგაძე, 23 წლის;
თამუნა დოლიძე, 28 წლის;
თინა ენუქიძე, 70 წლის;
ნინო თოიძე, 22 წლის;
ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
მანანა ლოლაძე, 34 წლის (შეცდომით გავრცელდა 33 წელი);
თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
მანანა მელქაძე, 26 წლის (შეცდომით გავრცელდა 23 წელი);
ვენერა მეტრეველი, 45 წლის — 9 აპრილს მომწამვლელი გაზით ტრამვირებული გადაიყვენეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა 12 (მაისს?);
მამუკა ნოზაძე, 21 წლის (შეცდომით გავრცელდა 22 წელი);
ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
გია ქარსელაძე, 25 წლის — 10 აპრილს, კომენდანტის საათის გამოცხადებიდან 2 საათში სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. გარდაიცვალა საავადმყოფოში 11 აპრილს;
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.
ესაა სამი დღისა და ორი ღამის ისტორიის ვიდეო, 7 აპრილი (უმიზეზო დარბევა, ცემა, დასისხლიანება, დაჭერები) / 8-აში მთელი დღე-ღამის გათენება, 9 აპრილს კი გამარჯვება არალეგიტიმურ ნაბიჭვრებზე, რადგან მათ ვერ მოახერხეს მოსვლა მემორიალთან, შემდეგ კი თავი იმართლეს რომ არ იკადრებდნენ და წავიდნენ სამებაში დიდი სანთლებით ფარისევლები. გარეთ ხალხს ასახიჩრებ, კლავ, იჭერ, აჯარიმებ უმიზეზოდ და დგახარ ტაძარში. რა დონის უსინდისობაა, ნუ წარმოუდგენელი. ასეთი გამარჯვებები გაძლევს დიდ მოტივაციასა და ძალას რომ უფრო მხნედ იდგე, რადგან ზოგჯერ გზის ფულიც კი 2.5 არ მაქვს, პურსა და სხვა საკვებზე ზედმეტია საუბარი, მაგრამ სულ იქ ვარ, სადაც სამშობლოს სჭირდება.
ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ყველა სინდისის პატიმრის ოჯახის წევრს, განსაკუთრებით კი ზვიადის მამას ზურა ცეცხლაძეს. ქოცები გადაიწვნენ და გადამწარებულზე ერთ დღეში 4 ჯარიმა მიუქსიეს, დიდი ვარაუდით მჯერა რომ გადააფორმებს თუკი რაიმე აქვს ისეთ ადამიანზე რომელიც ვერ დადის აქციებზე, თორემ არ წასვლა მათი კუთხიდან მე ვერ დავიჯერებ, ჰოდა როცა არაფერი ექნება დასაყადაღებელი ბანკის ბარათების გარდა, მაგას შეეგუება, მე ასე მგონია. მაგრამ რაც არ უნდა იმოქმედოს, მან მოგვცა დიდი ძალა და ის ბედნიერების განცდა რაც მოაქვს სამართლიანად და პატიოსნად, მშვიდობიანად ბრძოლის გამარჯვებას, ეს არ ნიშნავს დანებებას, წინ კიდევ ბევრი მთა და მდელოა გადასალახი, პოლიტპატიმრები არიან დასახსნელები და ეს არალეგიტიმური ნაბიჭვრები ამ ქვეყნიდან გასაგდები ან ლინჩის წესით გასასამართლებელი, რომ შემდეგ სხვებმაც არ გაბედონ მსგავსი, ასევე მათი საურვალის ბიჭებიც შუა საუკუნეების აკრძალული მეთოდებით გადასატარებელი, ღირსები არიან, მაგრამ რა.. ჯერჯერობით მხოლოდ სანქციებია და ციხის იმედი. მაგრამ მწამს, რომ “საკუთარი ქვეყნის მტერი არ დარჩება დაუსჯელი!” იმისაც რომ “ძალა ერთობაშია!” და აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას ჩვენ, საინტერესო, განვითარებული, მოაზროვნე, პატიოსანი, ერთმანეთზე მზრუნველი და თავგანწირული ხალხი!
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..
#აქცია #მიტინგი #9აპრილი