ერთ-ერთი სასტიკი დღე. ძლივს მოვახერხეთ გასვლა მე და ჩემმა მეგობრებმა დაახლოებით ორისკენ ცოტა ადრე..
მე იმის მრცხვენია რომ გუშინ ვერ მოვახერხე ხალხის დახმარება, ვინმესთვის რამის ჩაცმა, მოხურვა, წყლის ჭავლის გასხმის დროს, ასევე ერთი გაზის კაფსულაც კი ვერ გავანეიტრალე წყალში, ვერც ერთ ადამიანს მივეცი ფიზიოლოგიური ხსნარი, უბრალოდ მომეცა შანსი და გავიქეცი, თავს ვუშველე. ნერვიულობით ვუყურებდი საათნახევრის თუ ორი საათის მანძილზე მათ გადაადგილებას, ვწერდი მეგობრებს მანქანა თუ აქვთ მიაკითხონ და წაიყვანონ სახლში, უკვე ახლოს არიან მათთან პოლიციური რეჟიმის წარმომადგენლები, კი მინდოდა ბინძური ლექსიკა, მაგრამ ბოლოს როდესაც სთხოვეს დაახლოებით თხუთმეტ ადამიანმა რომ მშვიდობიანად წასულიყვნენ სახლებში და ოღონდაც გზა არ გადაკეტოთო.
დღეს კი რაც ხდება გუშინდელზე ბევრად უარესია, ჟურნალისტების საშინელი ცემა და სხვების, ასევე ღმერთმა იცის რა სისასტიკეს გამოიჩენენ აწი.. ყველანაირი ყველაფრის მობილიზებაა, სამწუხაროდ, ასევე დაამატეს ტიტუშკები, რომლებიც ერთ ადამიანს უამრავი ერთუჯრედიანი კუნთიანი ნაბიჭვრები სცემენ, დავარდნილს თავში, ასევე სხვადასხვა ორგანოებზე და პოლიციის კორდონი გვერდითაა, იქვე და არაფერს აკეთებს, არც ერთი მსგავსი არაადამიანი არაა სიცოცხლის ღირსი, მაგრამ ვაი, რომ არაფერი გვაქვს ხელთ.
არავის ეპატიება ასეთი სისასტიკე და ყველა აგებს პასუხს ამაზე.
ჩვენ ხალხს გვინდა სამართლიანობა, განვითარება, ხარისხიანი განათლება, თვითშემეცნება და ყველა საინტერესო ინფორმაციებთან წვდომა და რაც მთავარია თავისუფლება და გვძულს მონობა და დიქტატორული რეჟიმი, რაც დგას პროპაგანდონულ დეზინფორმაციებს და ხალხის დაშტერება. ჩვენ ვართ მართლები და ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენკენაა და აუცილებლად გავიმარჯვებთ!.. ☆♡